საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო წარმატება

დავის გადაჭრის ალტერნატიული გზები, მედიაციის მიმართულებით გაძლიერებული  სწავლება, სამართლებრივი ინგლისურის საერთაშორისოდ აღიარებული კურსი, პრაქტიკული სწავლება და  საერთაშორისო კონკურსებში  აქტიური მონაწილეობა სრული დაფინანსებით... ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სტუდენტებს  სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში სამართლის სკოლამ არაერთი წარმატება მოიპოვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო არენაზე  და ჩვენი ქვეყნისთვის, თამამად შეიძლება ითქვას, ისტორია დაწერა:

  • საერთაშორისო მედიაციის კონკურსში - INADR (Poland) Mediate’19 - International Mediation Competition-ის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი;
  • INADR (Athens) - International Mediation Competition - საერთაშორისო მედიაციის ამერიკულ კონკურსში მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი;
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში - ICC 14th International Commercial Mediation Competition (Paris) - მესამე საპრიზო ადგილი.

ანა ხურციძე, სამართლის სკოლის დირექტორი: „თანამედროვე ეპოქაში იურიდიული განათლება  აღარ გულისხმობს მხოლოდ თეორიულ ცოდნის მიცემას. კარგ იურისტს დღეს ინტერდისციპლინური განათლება და კარგად განვითარებული პრაქტიკული უნარები სჭირდება. ჩვენი სამართლის სკოლის პროგრამებიც  ამ პრინციპზეა აგებული.  

 

ჩვენი სტუდენტები პირველივე კურსიდან ეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს იმიტირებულ სასამართლო დარბაზში, სადაც ირგებენ ადვოკატის, პროკურორის ან მოსამართლის როლს. ეს მათ სამომავლოდ, რეალურ სასამართლო გარემოში ადაპტირებაში ეხმარებათ. სწავლება მთლიანად აგებულია კაზუსებზე და რეალური შემთხვევების განხილვა/ამოხსნაზე. სწავლებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამართლებრივი ინგლისურის გაძლიერებულ შესწავლაზე.

 

სტუდენტებს აქტიურად ვთავაზობთ საერთაშორისო პროექტებში და კონკურსებში მონაწილეობას სრული დაფინანსებით, რაც მათი წარმატებული დასაქმების ხელშემწყობი გარემოებაა.

 

ჩვენი საერთაშორისო წარმატებები მართლაც უნიკალურია ჩვენი ქვეყნისთვის და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩვენი პროგრამები და შერჩეული სწავლების მეთოდები თანაბარკონკურენტულია საქვეყნოდ აღიარებულ სამართლის სკოლებთან. წელს განსაკუთრებით ამაყი ვარ  ჩვენი სკოლის საერთაშორისო წარმატებებით.

 

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი პირველია საქართველოდან, რომელმაც პარიზში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული მედიაციის კონკურსში (ICC Commercial Mediation Competition, Paris) მესამე საპრიზო ადგილი აიღო.

 

შემდეგ იყო ათენი, INADR -საერთაშორისო მედიაციის ამერიკული კონკურსი, სადაც ჩვენი სამართლის სკოლის გუნდი ფინალისტ 4 გუნდს შორის მოხვდა, ბოლო რაუნდში ირლანდიის ბელფასტის უნივერსიტეტი დაამარცხა და კონკურსის მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.

 

და ბოლოს, სულ ახლახანს, ჩვენი სამართლის სკოლის  გუნდი გახდა პირველი ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც გაიმარჯვა საერთაშორისო მედიაციის კონკურსში - INADR Mediate’19- International Mediation Competition (Poland)  და გახდა საუკეთესო ადვოკატ-კლიენტის გუნდის ტიტულის მფლობელი. პრიზად გადმოგვეცა 2020 წელს, აშშ-ში, ჩიკაგოში, მედიაციის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის დაფინანსება.

 

ჩვენი სტუდენტების ყველა ეს გამარჯვება,  სკოლის, მწვრთნელების და მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი წარმატებისთვის სწორ გზაზე ვდგავართ.

 

logo saq un

 

მარი შარაძე, სტუდენტი „საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე, დავიწყეთ პრაქტიკული სწავლება იმიტირებულ სასამართლო დარბაზში. ამასთან, სასწავლო პროცესი მთლიანადაა აგებული ე.წ. Case Study-ზე, რაც იმდენად საინტერესო და შემეცნებითია, რომ სტუდენტობის ეტაპიდანვე გაძლევს პრაქტიკული საქმიანობის თავდაჯერებას.

 

ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის, ყველაზე გამორჩეული მაინც მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების განსაკუთრებული შესწავლაა, რადგან დღეს ეს აქტუალური გახდა და ამ მხრივ ბაზარზე შესაბამისი უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების დეფიციტია. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეგვიძლია ეს უნარები საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდებით  შევითვისოთ.

 

ის წარმატებები, რომლებსაც ჩვენმა გუნდმა 2019 წელს მიაღწია,  იმ ცოდნის შედეგია, რაც უნივერსიტეტმა მოგვცა.  ამასთან, საერთაშორისო დონეზე მსგავსს კონკურსში მონაწილეობას სათანადო დონის ინგლისურის ცოდნა სჭირდება, რაც ჩვენთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს.

 

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა წარმატების მიღწევასთან პირდაპირაა დაკავშირებული, ყველა რესურსი მორგებულია სტუდენტებზე, სწავლების პროცესი კი აგებულია ანალიტიკურ მეთოდებზე. ვფიქრობ და უკვე დარწმუნებულიც ვარ, რომ თავის დროზე მიღებულ გადაწყვეტილებას - საქართველოს უნივერსიტეტის არჩევის სახით, სწორ მიზნამდე მივყავარ. 

 

საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერი -https://www.ug.edu.ge/ge/law-programebi

წაკითხვა 806 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.