November 1, 2024

გარდაცვლილი და გონდაკარგული ადამიანები ქუჩებში - ფოტოები უხანიდან, სადაც კორონავირუსი მძვინვარებს

ჩი­ნეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 25 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი - 830-ს მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და.

 

გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ქა­ლაქ უხან­ში, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის კე­რაა - სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა.(გაფრ­თხი­ლე­ბა: მა­სა­ლა შე­ი­ცავს მძი­მე ფო­ტო­ებს).

 

 

უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ქა­ლა­ქი­დან შემ­ზა­რავ ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლე­ბენ, რომ­ლებ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია ვირუ­სის გამო ქუ­ჩებ­ში გარ­დაც­ვლი­ლი და გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

 

 

გა­მო­ცე­მა The Sun წერს, რომ მე­დი­კო­სე­ბი ქუ­ჩებ­ში გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს პო­უ­ლო­ბენ და ისი­ნი პრო­ზექ­ტუ­რა­ში გა­დაჰ­ყავთ.

 

 

ექი­მე­ბი ვირუ­სის გამო გონ­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის შვე­ლას ცდი­ლო­ბენ
the Sun წერს, რომ ამ ფო­ტო­ზე ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნია აღ­ბეჭ­დი­ლი

 

რიგი უხა­ნის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში
 
 

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს სპე­ცი­ა­ლუ­რი დამ­ცა­ვი ნიღ­ბე­ბი უკე­თი­ათ და შე­სა­ბა­მი­სი სა­მო­სი აც­ვი­ათ.

 

 

BBC-ის ცნო­ბით, ჩი­ნე­თის ქა­ლა­ქებ­ში აფ­თი­ა­ქებ­თან კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რი­გე­ბია. აფ­თი­ა­ქე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში კი დე­ფი­ცი­ტია მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე და ასე­ვე სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბებ­ზე.

 

 

რიგი აფ­თი­აქთან

 

 

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ორ­დღი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა „ძა­ლი­ან ად­რეა.“

 

 

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ქა­ლა­ქი უხა­ნის 11 მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბამ რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზის“ გა­რე­შე ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვონ. შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და ქა­ლაქ ხუ­ან­გან­ში შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზეც.

 

 

ასეა ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქის ყვე­ლა გა­სას­ვლე­ლი

 

 

და­უდ­გე­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი 12-დან 29 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი წყა­რო ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზა­რია. ვირუ­სი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. მისი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ხვე­ლა.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 827 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.