რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსზე – Reuters-ი ევროკავშირის დოკუმენტზე
„მიმდინარეობს რუსული მედიის და სახელისუფლებო მედიასაშუალებების მნიშვნელოვანი დეზინფორმაციული კამპანია COVID 19-თან დაკავშირებით,“ – აღნიშნულია ევროკავშირის დოკუმენტში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის დოკუმენტში წერია:
„კრემლის დეზინფორმაციის მიზანს დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის გამწვავება წარმოადგენს“.
Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 22 იანვრიდან ევროკავშირის მონაცემთა ბაზაში კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების თითქმის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი ეხება იმას, რომ კორონავირუსი ამერიკის შეერთებული შტატების ბიოლოგიური იარაღია, ასევე, მაგალითად, რუსულმა მედიამ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ლიტვაში ჩასახლებული ამერიკელი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც ინფიცირებული და ჰოსპიტალიზებულია.
„რუსული კამპანია, რომელიც ყალბ ამბებს აქვეყნებს ინტერნეტში ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, იყენებს ურთიერთსაწინააღმდეგო, დამაბნეველ და მავნებლურ ინფორმაციას იმისთვის, რომ ევროკავშირს გაურთულოს პანდემიაზე რეაგირება“, – წერს Reuters-ი.
Reuters-ის ცნობით, ევროკავშირმა ამ საკითხის კომენტირებაზე უარი თქვა, ხოლო კრემლმა უარყო ბრალდებები და მას „უსაფუძვლო“ უწოდა.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
