"კორონავირუსის პანდემია ჩქარდება"-WHO
ამ დროისთვის (24 მარტი, 16:00) კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 380,000-ზე მეტია, ფატალურად კი ის თითქმის 16,500 ადამიანისათვის დასრულდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, პანდემია ამ დროისათვის დაჩქარებულია.
„დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია პირველი შემთხვევის აღმოჩენიდან 67 დღეში, მომდევნო 100 000 დაემატა 11 დღეში, მესამე 100 000-ს კი მხოლოდ 4 დღე დასჭირდა.“
მან დიდ ოცეულს (G20), საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ცენტრალური ბანკების ლიდერებს მხარდაჭერის თხოვნით მიმართა. კერძოდ, საჭიროა უფრო მეტი დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა ექიმებისა და ექთნებისათვის დაავადების თავიდან აცილების მიზნით.
„დიდი ოცეულის ქვეყნები გლობალური მშპ-ის 80%-ზე მეტის მფლობელები არიან…თუ ჩვენ პრიორიტეტულად არ მივიჩნევთ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებას, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, რადგანაც მხოლოდ ექიმებს შეუძლიათ გადაარჩინონ დაინფიცირებულ ადამიანთა სიცოცხლე“.
სიახლეები
- "ზელენსკის და პუტინს ერთმანეთი სძულთ, ეს საკითხს ძალიან ართულებს, მაგრამ, ვფიქრობ, ვუახლოვდებით უკრაინის საკითხის დარეგულირებას" - ტრამპი
- 31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 31 იანვრისთვის
- "ვლადიმერ პუტინი დათანხმდა ტრამპის თხოვნას, რომ უკრაინაზე დარტყმები პირველ თებერვლამდე შეჩერდეს"- დიმიტრი პესკოვი
- "ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს “მოსკოვის მექანიზმი”, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის, რათა არ დაუშვას საქართველოს რუსული მოდელის სახელმწიფოდ გადაქცევა"
