"პალესტინის მიწებს ვერავინ აიღებს"-რეჯეფ ტაიფ ერდოღანი

ვერავინ აიღებს პალეტინის მიწებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ამერიკელი მუსლიმებისადმი ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ის არ დაუშვებს, რომ პალესტინის მიწები ვინმეს შესთავაზონ.

 

„კვლავ ვიმეორებ, ალ-ქუდსი და ალ-შარიფი, სამი რელიგიის წმინდა ადგილი და ჩვენი პირველი ქიბლაა. ეს ყველა მუსლიმისთვის, მსოფლიოს მასშტაბით წითელი ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს“,-აღნიშნა ერდოღანმა.

 

მისივე თქმით, გლობალურმა მცდელობამ, სამართლიანობის, მშვიდობის და წესრიგის დამყარების დროს, წარუმატებლობა დიდი ხნის წინ განიცადა.

 

„ჩვენ გასულ კვირას ვნახეთ, რომ ისრაელი იწყებს ოკუპაციის და ანექსიის პროექტის განხორციელებას, რომელიც არაფრად აგდებს პალესტინის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო კანონმდებლობას“,-დასძინა ერდოღანმა.

 

ცნობისთვის, გასული წლის ნოებერში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარადგინა. გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენიტეტს უჭერს მხარს. ინიციატივა გააკრიტიკეს პალესტინის ლიდერებმა. გეგმა უარყო ევროკავშირმა. მასზე უარი თქვა 57 სახელმწიფოსგან შემდგარმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამაც.

წაკითხვა 535 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.