ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტიდან 22 წელი გავიდა.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შერბილებას ცდილობს.
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვმა 820-ს მიაღწია.