ვაშლის ძმარი - საუკეთესო საშუალება დაავადებებთან ბრძოლაში

ვაშლის ძმარს ზოგიერთი ისეთი თვისება გააჩნია, რაც, შესაძლოა, თქვენთვის აღმოჩენა გახდეს. ის ეხმარება ადამიანს არა მხოლოდ განკურნებაში, არამედ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია...

ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. მისი გამოყენების მრავალფეროვნება ნამდვილად გაკვირვებას იწვევს. ზოგიერთი თვისება თქვენთვის, შესაძლოა, აღმოჩენაც გახდეს.

 

– სოკო ფეხზე ან ფრჩხილზე — ამას ძალიან ბევრი უსიამოვნო გართულება შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითებს შორის, ფეხებზე; სოკო შეიძლება ფრჩხილის ქვეშაც ჩაიზარდოს, რასაც მუდმივი ტკივილი ახლავს თან.

სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელებისა და ფეხების დალბობა ვაშლის ძმარში ყოველდღე, 10-30 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ გაქრება. 

 

თუ ვაშლის ძმარი სუფთა სახით კანს გვიწვავს, ჭიქა  ძმარი შეგვიძლია წყალში გავაზავოთ.

 

– კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარება სულ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარს შეუძლია, რომელსაც წყალში ან ვაშლის წვენში გავხსნით.

 

ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მუცლის ტკივილის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვაშლის ძმარი ბაქტერიების „დიდი მტერია“.

 

– ერთ ჭიქა ცივ წყალს თუ ½ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატებთ და ამას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, თქვენი თმა ბზინვარე გახდება. ვაშლის ძმარი ასევე ქერტლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

– დამწვრობის ტკივილის შესამსუბუქებლად ვაშლის ძმრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა ძმარი დაამატეთ ცივი წყლის აბაზანას, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

 

– გვერწმუნეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი სლოკინის მოხსნაში დაგეხმარებათ.

 

– ვაშლის ძმარში არსებული მჟავა, რომელიც მადას აქვეითებს, ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ასევე ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის არასასურველი შეკავება აღკვეთოს.

 

– ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის (თანაბარი თანაფარდობით) გამოყენება პულვერიზატორის დახმარებით თქვენს სახლს დეზინფექციას ჩაუტარებს.

 

– წყლის 10 გალონს (1 გალონი — 3,5-დან 4,5 ლიტრამდე) დაუმატეთ 10 უნცია ძმარი და მოასხით ბაღში. თქვენი ბაღი დამშვენდება და თან სარეველების ჭაჭანება არ იქნება.

 

– ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გულძმარვისგან განგკურნავთ. თითქოს, არალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ — ნამდვილად ასეა.

ვაშლის ძმრის გამოყენება ეფექტურია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

  • აკნე
  • ვენების ვარიკოზული გაფართოება
  • ალერგიების გამომწვევი ტოქსინების გამოდევნა
  • ტკივილი ართრიტისას 
  • კიბოს ზოგიერთი სახეობის პროფილაქტიკა
  • გაციების, გრიპის, ყელის ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • დიაბეტის კონტროლი
  • თავის ტკივილი
  • გულის ჯანმრთელობის გაძლიერება
  • შინაური ცხოველების რწყილებისგან გათავისუფლება
  • კბილების გათეთრება
  • სხეულის დეტოქსიკაცია
  • სხეულის სუნის ნეიტრალიზება



წყარო: https://sputnik-georgia.com/tips/20201003/249609480/vaSlis-Zmari-saSualeba-daavadebebTan-brZolaSi.html

წაკითხვა 1201 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.