რა ხდება ორგანიზმში, როცა წყალს უზმოზე ვსვამთ - უნიკალური იაპონური მეთოდი
უბრალო წყალს უამრავი დაავადების განკურნება შეუძლია!
წყალი – უნიკალური ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა. დამტკიცებულია, რომ ავადმყოფობების უმეტესობა სწორედ წყლის ნაკლებობით არის გამოწვეული. წყლის დეფიციტის შემთხვევაში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, შედეგად კი ჩნდება სხვადასხვა დაავადება. დღესდღეობით იაპონიაში პოპულარულია წყლის მიღება გაღვიძებისთანავე.
ახლა კი მოგიყვანთ წყლით მკურნალობის მეთოდის ინსტრუქციას:
1. დილით, გაღვიძებისთანავე მიიღეთ 4 ჭიქა 160-160 მლ წყალი (კბილების გახეხვამდე).
2. გაიხეხეთ კბილები, მაგრამ შემდეგ არც დალიოთ და არც მიირთვათ არაფერი 45 წუთის განმავლობაში.
3. 45 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩვეულებისამებრ მიირთვათ.
4. საუზმის, სადილის ან ვახშმის შემდეგ
2 საათის განმავლობაში არ დალიოთ წყალი, შემდეგ - შეგიძლიათ.
5. მოხუცებმა ან მაღალი არტერიული წნევის მქონეთ, ვისაც არ შეუძლია 4 ჭიქა წყლის ერთბაშად დალევა, შეუძლიათ თავდაპირველად მცირე დოზებით დაიწყონ წყლის უზმოზე მიღება და ნელ-ნელა მოუმატონ დადგენილ ნორმამდე.
ახლა კი წყლით მკურნალობის ხანგრძლივობის რეკომენდაციები სხვადასხვა დაავადების დროს:
1. მაღალი წნევა – 30 დღე
2. გასტრიტი – 10 დღე
3. დიაბეტი – 30 დღე
4. დიარეა – 10 დღე
5. ართრიტი – თავდაპირველად 3 დღე, მომდევნო კვირიდან კი – ყოველდღე.
მკურნალობის ამ მეთოდს არ აქვს უკუჩვენება, ერთადერთი დისკომფორტი ამ დროს გახშირებული შარდვაა.
უმჯობესი იქნება, თუ ამ პროცედურას მკურნალობის დასრულების შემდეგაც გააგრძელებთ და წყლის რეგულარულ მიღებას ცხოვრების წესად გაიხდით.
სვით წყალი და იყავით ჯანმრთელები!
წყარო: marao.ge
სიახლეები
- "მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"
- "გვაქვს ბევრად მეტი სტაბილურობა 2025 წლის ბოლოს, ვიდრე გვქონდა 2024 წლის ბოლოს" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის
