უსაფრთხო დიეტა - მეტი ცილა, ნაკლები კალორია!
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის კლებას, კუნთოვანი და ძვლოვანი მასის დანაკარგის გარეშე.
მეცნიერებმა უეიკ ფორესტის უნივერსიტეტიდან წარმოადგინეს თავისი ვარიანტი - დაბალკალორიული დიეტა ცილების დიდი შემცველობით. ამ დიეტის ეფექტურობის დასადასტურებლად მოიწვიეს 65 წელს გადაცილებული 96 პირი. მათი ნაწილი (საკვლევი ჯგუფი) ოთხჯერად კვებაზე გადაიყვანეს (საკვები რაციონი გაჯერებული იყო ბოსტნეულითა და ცილით), მეორე ჯგუფს კი, რომელიც საკონტროლო იყო, სტანდარტულად კვებავდნენ. კვლევის ბოლოს მოხალისეებს უმოწმებდნენ სხეულის წონას და ძვალ-კუნთოვანი სისტემის მოცულობას.
აღმოჩნდა, რომ ასაკოვნებმა "ცილოვანი ჯგუფიდან" 8-9 კგ-ით დაიკლეს წონაში, თანაც უპირატესად აბდომინური (მუცლის) ცხიმის ხარჯზე. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, კარდიომეტაბოლური დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. რაც მთავარია, საკვლევ პირებს, მიუხედავად წონის კლებისა, ძვალ-კუნთოვანი სისტემის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში შეუნარჩუნდათ, ზოგთან კი რამდენადმე გაუმჯობესდა კიდეც. საკონტროლო ჯგუფის ასაკოვნების წონა არ შეიცვალა.
კვლევის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ გზით შესაძლებელია ასაკოვნებისთვის ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის შენარჩუნება.
წყარო: mkurnali.ge
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
