რა ფერის პომადა შეგეფერებათ?
ეს რომ ზუსტად განსაზღვროთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი სახის კანის, თმების, თვალების ფერი და ტუჩის ფორმა.
1. პომადის ტონალობა სახის კანის ბუნებრივი ფერის მიხედვით
(ამასთანავე, გაითვალისწინეთ, რომ ქერა თმას უხდება ნაზი ატმისფერი, ვარდისფერი. ჟღალ თმას - ტერაკოტა და წითელი; მუქ თმას - ფაქტობრივად, ნებისმიერი ფერი):

2. პომადის ტონალობა თვალის ფერის მიხედვით:

3. პომადის ტონალობა ტუჩის ფორმის მიხედვით:

ა) თუ თხელი ტუჩები გაქვთ, არასდროს გამოიყენოთ მათი ფაქტურის პომადა. ვიზუალურად მეტი მოცულობის მისანიჭებლად საუკეთესო საშუალებაა პერლამუტრნარევი, ნაზი ფერები ან „ბლესკი“.
ბ) აი, სქელი ტუჩების პატრონებმა კი „ბლესკი“ სამუდამოდ უნდა ამოიღონ საკუთარი კოსმეტიკიდან. და მკვეთრ ფერებსაც უნდა მოერიდონ.
დაბოლოს:
როცა მაღაზიაში პომადის ფერის არჩევა გვსურს, როგორც წესი, ფერს ხელის კანზე ვსინჯავთ ხოლმე. ვიზაჟისტები კი გვირჩევენ, რომ გაცილებით უკეთესი ხერხია, თუკი ამას თეთრ ქაღალდზე გავაკეთებთ.
მათი თქმით, ხელის კანზე ზუსტად არ „ჯდება“ ის ფერი, რასაც პომადა თქვენს ტუჩზე მიიღებს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პლასტიკის მოხმარებასთან დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები" - რაკლი კობახიძე
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
