რატომ უნდა მიირთვან ორსულებმა წაბლი - 4 უნიკალური თვისება, რომელიც ამ თხილეულს აქვს

წაბლი არაერთ ქვეყანაში ახალ წელთან, დღესასწაულსა და მხიარულებასთან ასოცირდება.

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც განსაკუთრებით უყვართ ტკბილეული და მდიდარი გემოები, წაბლის მომზადების არაერთი ხერხია გავრცელებული. შემოდგომის მოსვლასთან ერთად, ამ თხილეულს ჩვენს ქვეყანშიც აქტიურად მოიხმარენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ თხილსა და კაკალთან შედარებით, წაბლი C ვიტამინის, რთული ნახშირწყლების, ფოლიუმის მჟავების სიმდიდრითა და დაბალი კალორიულობით გამოირჩევა.                                            

გთავაზობთ წაბლის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალს:

1.    წაბლი კარგია ორსულთა ჯანმრთელობისთვის


სპილენძი, რომელსაც შეიცავს წაბლი, უმნიშვნელოვანესი ელემენტია ჩონჩხის ზრდისა და კოგნიტური განვითარებისთვის ახალშობილებში. რკინა, რომლითაც მდიდარია ეს თხილეული, სეფსისის პრევენციას უწყობს ხელს. ასევე, რკინის დეფიციტმა შესაძლოა შემდგომში გამოიწვიოს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები. თუთია, კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც წაბლში გვხვდება,  გადამწყვეტია ნაყოფის/ახალშობილის ზრდისა და განვითარებისთვის. თუთიის ნაკლებობა  შეიძლება გახდეს კანისა და კუჭ–ნაწლავის პრობლემების მიზეზი.  განსაკუთრებით საყურადღებოა წაბლში ფოლიუმის მჟავის შემცველობა,  რადგან ეს ნივთიერება სხვა თხილეულში ნაკლებად ან საერთოდ არ გვხვდება. ფოლიუმის მჟავა კი მნიშვნელოვანი ელემენტია ნაყოფის უჯრედების სწრაფი ზრდისთვის, ასევე პლაცენტისა და საშვილოსნოს უჯრედების ზრდისა და გაფართოებისთვის. 


2.    წაბლი კარგია დიაბეტის პრევენციისა და მართვისთვის


წაბლი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინსულინის გამოყოფაში. ინსულინის ნაკლებობა კი ზრდის ინსულინრეზისტენტობისა და ჰიპერგლიკემიის ალბათობას. წაბლში შემავალი სპილენძი დაგეხმარებათ დიაბეტის მართვასა და პროფილაქტიკაში, რადგან, როგორც კვლევებმა აჩვენა, ამ ელემენტის ნაკლებობა იწვევს ინსულინის გამოყოფის შემცირებას,  გლუკოიზის აუტანლობას. საინტერესოა ისიც, რომ წაბლი ხელს უწყობს გლიკემიური ფუნქციის მოწესრიგებას და ამით აფერხებს დიაბეტის განვითარებას.

 

3.    წაბლი კარგია წონის კლებისთვის


სხვა თხილეულისგან განსხვავებით, წაბლი ცხიმებისა და კალორიების დაბალი შემცველობით გამოირჩევა. სამაგიეროდ შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რაც ეფექტურია წონის კლებისა და წონის მართვის პროცესისთვის. დიეტური ბოჭკოები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს წაბლი, წონის კლების მნიშვნელოვანი კომპონენტია – კვლევებით დასტურდება, რომ დიეტა, რომელიც ითვალისწინებს დაბალბოჭკოვანი საკვბის მიღებას, ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე დიეტა, რომელშიც შედის მაღალბოჭკოვანი პროდუქტები.                                                                                                                                                                                                  

4.    წაბლი კარგია იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად


რკინის შემცველობიდან გამომდინარე, წაბლის მოხმარება იდეალურია იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად. რკინის განაწილების რეგულირებით ორგანიზმი იცავს თავს პათოგენებისა და სხვა მავნე მიკროორგანიზმების შეჭრისგან. ასევე, კვლევებმა აჩვენა, რომ სპილენძის ნაკლებობა ორგანიზმში ბაქტერიული ინფექციების რისკსაც ზრდის. ამ დანაკლისის შევსება კი სწორედ წაბლითაა შესაძლებელი. 


5.    წაბლი კარგი ანტიოქსიდანტია


წაბლი, როგორც აღვნიშნეთ, შეიცავს თუთიას, ანუ იმ აუცილებელ ანტიოქსიდანტს, რომელიც ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას და უზრუნველყოფს სხეულის სიჯანსაღეს. გარდა ამისა, წაბლში სპილენძის შემცველობა განსაზღვრავს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული ჟანგვითი დაზიანებების თავიდან აცილებას. სპილენძის დეფიციტი გავლნას ახდენს ისეთ ნივთიერებებზეც, როგორებიცაა სელენი და რკინა - ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმში ანტიოქსიდანტური აქტივობის შენარჩუნებაში.  წაბლი ასევე მდიდარია A და C ვიტამინებით – ორი ძლიერი ანტიოქსიდანტური ნივთიერებით, რომელებიც ებრძვიან ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს. 


მიუხედავად არაერთი სასარგებლო თვისებისა, ისევე, როგორც ყველა სხვა პროდუქტს, წაბლსაც აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. მსგავსად თხილისა, წაბლიც ცნობილი ალერგენია. ადამიანებს, რომელთაც აქვს ალერგიული გამოვლინებები წაბლის მიმართ, ექიმები არ ურჩევენ მის მიღებას, რადგან ეფექტი შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ასევე მწვავეც ეგზემის, გამონაყრის, ქავილისა და სუნთქვის გაძნელების ფორმითაც კი.

 

https://gemrielia.ge/

წაკითხვა 294 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.