„არასოდეს გადადოთ ხვალისთვის ის, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ“- თომას ჯეფერსონი

1743 წლის 13 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-3 პრეზიდენტი (1801-1809 წ.)  თომას ჯეფრსონი დაიბადა.

 

ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, „აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის“ ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი ტომას ჯეფერსონი ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში გაჩნდა.მან უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს.

 

ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი „მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება“ (ინგლ. I can’t live without books).

 

ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგანოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა „ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა“ (ინგლ. A Summary View of the Rights of British America), სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა, რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ.

 

ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის თომასს, რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო „ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია“. დეკლარაციაში რამდენიმე მცირე ცვლილება შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ თომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.

 

გთავაზობთ მის რამდენიმე გამონათქვამს:

 

  1. სიამაყე - შიმშილზე, წყურვილზე და სიცივეზე ძვირი ღირს.
  2. არასოდეს გადადოთ ხვალისთვის ის,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.
  3. არაფერია პრობლემატური,რასაც სიამოვნებით აკეთებთ.
  4. არასოდეს დახარჯოთ ის ფული,რომელიც ჯერ კიდევ არ გაქვთ.
  5. ვისაც სიმართლის არ ეშინია, არც სიცრუის უნდა შეეშინდეს.
წაკითხვა 1575 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.