ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ინტერვიუ

1990 წლის ზაფხულში ნიკოლ ჟორდანია კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და საქართველოში კვლევის ჩასატარებლად ჩამოვიდა.

 

კვლევის ფარგლებში მან ზვიად გამსახურდიას სთხოვა ინტერვიუ. საქართველოს მომავალი პრეზიდენტი დათანხმდა - ვინ იცის, კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელმა იმოქმედა, ნიკოლის გვარმა (ის ხომ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი გახლავთ) თუ რაიმე სხვა ფაქტორმა. ასეა თუ ისე, ზვიად გამსახურდია ნიკოლ ჟორდანიას თავისი სახლის ბაღში შეხვდა და გულახდილად ელაპარაკა იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე.

 

 

თითქმის 30 წლის განმავლობაში ეს ინტერვიუ ნიკოლ ჟორდანიას პირად არქივში ინახებოდა. ამ დროის განმავლობაში ფირზე ჩაწერილი საუბარი დაზიანდა და მისი აღდგენა მხოლოდ ახლა, ეროვნული არქივის თანამშრომლების დახმარებით მოხერხდა. ნიკოლ ჟორდანიამ საავტორო უფლებები ჩანაწერზე ჟურნალისტ რუსუდან ვაშაკიძეს გადასცა, რომელიც დიდსულოვნად დაგვთანხმდა, ის პირველად რადიო თავისუფლებას გამოექვეყნებინა.

 

 

ნიკოლ ჟორდანია
ნიკოლ ჟორდანია

 

 

როგორც წესი, რადიო თავისუფლება უცხო ენაზე გაკეთებულ ჩანაწერებს თარგმანის გარეშე არ აქვეყნებს ხოლმე. თუმცა, ამჯერად მივიჩნიეთ, რომ ამ ისტორიული ჩანაწერის ქართულად გახმოვანება მას ბევრს დაუკარგავდა - მისი ხიბლი ხომ დიდწილად საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხმა, მისი საუბრის მანერა და ფრაზეოლოგიაა. ამავე მიზეზით, გადავწყვიტეთ ჩანაწერი დამონტაჟების გარეშე, ხელუხლებლად შემოგვეთავაზებინა (საუბარი შუიდან იწყება, რადგან ინტერვიუს დანარჩენი ნაწილი დაკარგულია).

 

 

ზვიად გამსახურდიასა და ნიკოლ ჟორდანიას შორის საუბარი ქართული ისტორიის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში შედგა. მათ შეხვედრამდე რამდენიმე თვით ადრე განხეთქილებამ ეროვნული მოძრაობის ძალების ლიდერებს შორის ალბათ შეუქცევადი ხასიათი მიიღო - უთანხმოება არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთბრალდებებში და დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარალელურად, უკვე ძალიან იყო გამწვავებული ვითარება ცხინვალსა და სოხუმში.

 

 

საუბრის დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას და ამ დაპირისპირებაში რუსეთის როლს შეეხება, ასევე მსჯელობას, საკმარისს აკეთებს თუ არა დასავლეთი საქართველოს დასახმარებლად.

 

 

არაერთხელ ისმის ლაპარაკი შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების გზებზე. ერთ-ორჯერ სამოქალაქო ომის საშიშროებასაც ახსენებენ, თუმცა, ალბათ მაინც როგორც მოვლენათა ჰიპოთეტურ, დაუჯერებელ განვითარებას.

 

 

ამ ინტერვიუდან რამდენიმე თვის შემდეგ ზვიად გამსახურდია ჯერ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი გახდა. წლინახევრის შემდეგ კი რუსთაველის გამზირი ბრძოლის ველად გადაიქცა.

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 789 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.