როგორ იცვლება ადამიანის სახე დილის 7:00 საათიდან საღამოს 7:00 საათამდე - ექსპერიმენტის შედეგი
ფოტოგრაფი, ბარბარა ივენსი ამბობს, რომ უცნობი ადამიანების სახეები მას ყოველთვის იზიდავდა, ინტერესდებოდა სრულიად უცხო ადამიანების სახეზე აღბეჭდილი ემოციებით.

„ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი გატაცებაა უცნობ ადმაიანებზე დაკვირვება. ავტობუსის მოლოდინში ჩემი თვალები ყოველთვის აკვირდება უცნობებს. ვფიქრობ იმაზე, თუ რის შესახებ შეიძლება ფიქრობდნენ ადამიანები იმ მომენტში, რისი ეშინიათ და რა უხარიათ“ - წერს ფოტოგრაფი თავის ბლოგპოსტში.

ბარბარამ თავის გატაცება საინტერესო პროექტად აქცია, რომელსაც სახელად „ჩემი ქუჩის კუთხეებში“ დაარქვა. ფოტო პროექტში მან უცნობი ადამიანების პორტრეტები აღბეჭდა.

ფოტოგრაფის მთავარი მიზანი ადამიანების ემოციების აღბეჭდვაა. ზემოთ აღნიშნული პროექტის შემდეგ ბარბარამ გადაწყვიტა, რომ ფოტოებით ეჩვენებინა ადამიანების გაღვიძების მომენტი და ის თუ, როგორ გამოიყურებიან ისინი საღამოს.

ბარბარას პროექტის სახელია „დილის 7:00 საათიდან საღამოს 7 საათამდე“. ფოტოპროექტის სისრულეში მოყვანას 5 წელი დასჭირდა.

ბარბარა ამბობს, რომ სოციალური ქსელების კულტურა ადამიანებს უბიძგებს მუდმივად იპოზიორონ, მუდმივად გაეპრანჭონ კამერას, ამიტომ ფოტოებს დაკარგული აქვთ ბუნებრიობა. ფოტოგრაფის მიზანი იყო ეჩვენებინა ადამიანები ნამდვილები, ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან.

„მე ვეცადე ფოტოები მანამდე გადამეღო ამ ადამიანებისთვის, სანამ გაიაზრებდნენ რომ ფოტოს ვუღებდი, ანუ სანამ კამერის წინ გაპრანჭვასა და პოზირებას დაიწყებდნენ და ამით მივიღე მაქსიმალურად ბუნებრივი ადამიანები, ნამდვილი ადამიანები სიყალბის გარეშე. ჩემს ფოტოებზე ნათლად ჩანს ის ცვლილებები, რომელსაც ადამიანის სახე გაღვიძების მომენტიდან საღამომდე განიცდის“, - წერს ბარბარა.

სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს