March 29, 2024

10 რამ, რაც ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ

1. თქვი, რასაც ფიქრობ. ოდესმე გიფიქრიათ რა საჭიროა ამდენი ტყუილი? იყავი გულწრფელი. გამოხატე უკმაყოფილება, როცა რამე არ მოგწონს და აღტაცება, როცა რამე მოგწონს. ,,ყველაზე მაგარი ქალეეე” და მსგავსი ხასიათის ყალბი კომენტარები არაფერში გჭირდებათ. არასოდეს გაიღიმო თუ არ გეღიმება და არც თქვენი ყალბი კურცხალი არგია ვინმეს რამეში.

 

2. იძინე იმდენი, რამდენიც გჭირდება. უძილობა არის ნევროზის, დეპრესიის და გაღიზიანებულობის უპირველესი მიზეზი. გამოძინებულები გაცილებით უფრო ჭკვიანები, მხიარულები და ბედნიერები ვართ და ყველაფერი უკეთ გამოგვდის. თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვს ვერაფრით გააჩერებთ მთელი დღე საწოლში. მათ ზუსტად იმდენი სძინავთ, რამდენიც ენერგიის აღდგენისთვისაა საჭირო და ყოველთვის პირველები წამოფრინდებიან ხოლმე საწოლიდან, ახალ გამოწვევებთან შესარკინებლად.

3. იტირეთ და მერე დაივიწყეთ რაზე ტიროდით. ცრემლები გეხმარებათ უარყოფითი ემოციებისგან დაიცალოთ. არასოდეს ჩაიკლათ ემოციები, პირიქით, ამოიტანეთ, იგრძენით ბოლომდე, მოიოხეთ გული და ნურაფერს დაიტოვებთ შიგნით. გინახავთ პატარა ჯერ კიდევ ცრემლი რომ უბრწყინავს თვალზე და გულიანად იცინის? აი, ეს არის ბედნიერება.

4. აკეთეთ მხოლოდ ის, რისი კეთებაც გიხარიათ. ბავშვებისთვის თამაში ძალიან სერიოზული საქმეა. ისინი ძალიან დიდ ენერგიას დებენ ამაში, ისინი სწავლობენ და ვითარდებიან. გინახავთ რა დიდი გატაცებითა და ენთუზიაზმით თამაშობენ? თქვენც აუცილებლად ისეთი პროფესია უნდა აირჩიოთ, ისეთი საქმე ნახოთ, რომლის კეთებაშიც მთელი თავით გადაეშვებით, რომელიც შეგავსებთ და განვითარების შესაძლებლობას მოგცემთ. არ აქვს მნიშვნელობა მწერალი იქნებით, სასტუმროს ადმინისტრატორი, თუ ანიმატორი გასართობ ცენტრში, იყავით დაინტერესებული საკუთარი საქმით და სიყვარულით აკეთეთ ის, რასაც აკეთებთ. ბუდისტები მიიჩნევენ, რომ სამი რამეა მთავარი: 1. გიყვარდეს რასაც აკეთებ, 2. ყველაზე კარგად ის გამოგდიოდეს, რასაც აკეთებ და 3. სხვებიც ხეირობდნენ იმით, რასაც აკეთებ.

5. შეიყვარეთ წყალი. ბავშვებს უყვართ წყალი, უყვართ ცურვა. რა ბედნიერები არიან როცა წყალთან აქვთ შეხება. დღეში ერთხელ მაინც იბანავეთ, შხაპი მიიღეთ, იცურეთ, გადახტით წყალში. წყალს დიდი ენერგია აქვს, მხოლოდ ფიზიკურად კი არა ენერგეტიკულ დონეზეც გწმენდთ და ახალ სასიცოცხლო ენერგიას გაძლევთ. წყალი ხსნის სტრესს და გაახალგაზრდავებთ.

6. იცინეთ ბევრი. იცინეთ მთელი გულით, როგორც ბავშვებმა. აი, რომ დახტიან, დარბიან, სასაცილო ხმებს გამოსცემენ, სასაცილო სახეებს იღებენ… იცინეთ ისე, რომ არ გახსოვდეთ ამ დროს არავითარი პრობლემა, დასცინეთ საკუთარ თავს, გაიცინეთ საკუთარ სისულელეზე. როდის იცინეთ ბოლოს ასე? იხუმრეთ, ანეგდოტები მოყევით, კომედიას უყურეთ და იცინეთ. ჩვენ მაშინ ვბერდებით, როცა გვავიწყდება, ბოლოს როდის გავიცინეთ. ადამიანები პლასტიკურ ქირურგიაში მილიონებს ხარჯავენ, მაშინ როცა სიცილი უფასოა და ამაზე საუკეთესო საშუალება სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, არ არსებობს. სიცილი თერაპიაა, რომელსაც მედიცინაშიც კი იყენებენ.

7. აპატიე საკუთარ თავს შეცდომები. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, ამის გამო საკუთარ თავზე წარმოდგენის დაკარგვა არ ღირს. ბავშვებმა იციან, რომ ჯერ ბავშვები არიან, რომ ყველაფერი წინ აქვთ, ნურასოდეს გათავისუფლდებით ამ რწმენისგან. ჩვენ ყველანი ბავშვები ვართ, მთელი ცხოვრება ბავშვები ვართ, სამყაროს ბავშვები. ყველა ჩვენგანში არსებობს პატარა უფლისწული, რომელიც სვამს კითხვებს, სწავლობს, მოგზაურობს, იმეცნებს და იზრდება. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რომ ბავშვები ვართ და გვაქვს უფლება შეგვეშალოს, ჩვენ არ უნდა დაგავავისწყდეს, რომ აქ იმისთვის ვართ, უნდა ვისწავლოთ, სწავლით კი ყველაზე კარგად შეცდომებზე ვსწავლობთ. ხანდახან ვიმარჯვებთ, ხანდახან ვსწავლობთ.

8. გამოხატე ემოციები. ვინმე ცუდად იქცევა? უთხარი რომ ცუდად იქცევა. ვინმემ გაწყენინათ? უთხარით, რომ გაწყენინათ და გაბუტული ხართ. მიეცით მათ საშუალება აგიხსნან, ბოდიში მოგიხადონ, მიეცით საკუთარ თავს საშუალება გულში არ დაიტოვოს ნეგატივი. ბავშვები ყოველთვის გამოხატავენ, რასაც გრძნობენ და ამიტომაც არიან ასეთ სუფთები და პოზიტიურები. არასოდეს დამალოთ სევდა, მოწყენილობა, გაბრაზდით, იკამათეთ, იჩხუბეთ და მერე ყველაფერი დაივიწყეთ. გამოხატეთ პოზიტიური გრძნობებიც, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, მოეფერეთ იმ ადამიანს, ვინც გიყვართ, ვის მიმართაც კეთილგანწყობილი ხართ, გამოხატეთ ნებისმიერი პოზიტიური თუ ნეგატიური ემოცია.

9. ითხოვე დახმარება. რამეს ვერ აკეთებთ? ნურასოდეს შეგრცხვებათ ითხოვოთ დახმარება. ჩვენ ყველას გვჭირდება ერთმანეთი რამდენი წლისებიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გვეხმარებიან, ჩვენ ვეხმარებით. ძალა ერთობაშია. ბავშვები ცდილობენ დამოუკიდებლად აკეთონ, მაგრამ თუ არ გამოსდით კომპეტენტურ ადამიანებს იხმარენ თავიანთ საქმეში, ითვალისწინებენ მათზე გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ,,ითხოვეთ და მოგეცემათო” როგორც იტყვიან.

10. იყავით ცნობისმოყვარე. დაინტერესდით ყველაფრით. დასვით შეკითხვები, შეეგუეთ აზრს რომ არაფერი იცით და უამრავი რამ არსებობს, რაზეც წარმოდგენა არ გაქვთ. არასოდეს შეგრცხვეთ იმის, რომ რამე არ იცით და არასოდეს ჩათვალოთ, რომ გვიანია სწავლა. ჩაეძიეთ დეტალებს, დაიკარგეთ აწმყოში და იყავით მოცული მხოლოდ იმ საგნით, რასაც სწავლობთ. გათავისუფლდით ჩარჩოებისგან და დატოვეთ საინფორმაციო არხი ღია ნებისმიერი ახალი, თუნდაც შეშლილი იდეებისათვის. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა.

,,იცხოვრე ისე, თითქოს შენი ცხოვრების უკანასკნელი დღეა, ისწავლე ისე, თითქოს ახლა იწყებ ცხოვრებას”

mental.ge

წაკითხვა 1198 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.