ვისთან ერთად აღნიშნეს ახალი წელი ბერამ და ნანუკა გუდავაძემ
ახალი წლის შემობრძანება, ცოლ-ქმრის სტატუსით, წელს პირველად აღნიშნა ნანუკა გუდავაძისა და ბერა ივანიშვილის ვარსკვლავურმა წყვილმა.
როგორც გაირკვა, დღესასწაული მათ ოჯახურ გარემოში იზეიმეს და ინსტაგრამის გამომწერებს რამდენიმე კადრიც გაუზიარეს. ნანკამ, რომელიც საღამოსთვის მომხიბლავ კაბაში გამოეწყო, ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტით მიულოცა საზოგადოებას ახალი წელი.

უახლესი ფოტოები გამოაქვეყნა თავად მომღერალმაც, როგორც კადრიდან ჩანს წყვილი ახალ წელს ბერას მშობლებთან ერთად შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი წლისთვის მზადება წყვილმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და მათ სპეციალურად შობის დღესასწაულისთვის გადაღებული კადრებიც გაუზარეს ინსტაგრამის გამომწერებს.


წყარო: okmagazine.ge
სიახლეები
- იდეალური სამარხვო სადილი - ფანტია ბრინჯი ბოსტნეულით
- ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი - არჩევის წესი და ისტორიული პარალელები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 მარტისთვის
- პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგით მე-6 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი თერთმეტი საკითხი დაამტკიცა
