March 28, 2024

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავსო" - როგორ მოხიბლა მაკა ასათიანმა "ბარესლონას" მფლობელი

მაკა ასა­თი­ანს ბევ­რი ქარ­თვე­ლი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად მი­იჩ­ნევს, უამ­რავ გა­მო­კი­თხვა­ში მას წლე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად ასა­ხე­ლე­ბენ.

დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ამ­ჟა­მად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და სამ­შობ­ლოს იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობს.

 

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბაია გა­და­ბა­ძე, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის ახლო მე­გო­ბა­რია, მის შე­სა­ხებ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით სა­უბ­რობს და იხ­სე­ნებს პე­რი­ოდს, როცა ულა­მა­ზეს მა­კას­თან ერ­თად კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალს სტუმ­რობ­და. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნა­ლი­დან "თბი­ლი­სე­ლე­ბი":

 

"მა­კას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ­დი და ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და. რო­დე­საც "მა­ესტრო­დან" მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ამის მერე უფრო დავ­მე­გობ­რდით. ახ­ლაც ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ, არა "მა­ესტროს" გამო, ვმე­გობ­რობ მის ქმარ­თან, დე­დას­თან და ასე­ვე არი­ან თვი­თონ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით მე და მაკა საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფილ­მის სა­ყიდ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი ჩა­დის და სი­ლა­მა­ზე არ უკ­ვირთ. მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, ეს იყო სა­ოც­რე­ბა. უცხო ხალ­ხი აჩე­რებ­და მა­კას, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ მას­თან ერ­თად და უკვე ისე გავ­რცელ­და, ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, ტაქ­სის მძღოლ­მა ჰკი­თხა, თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო?

სა­ღა­მოს წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და ვხე­დავ, წინა მა­გი­დას­თან სხე­დან მა­მა­კა­ცე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მი­დის, ფო­ტოს იღებს მათ­თან. მივ­ხვდი, რომ სე­ლებ­რი­თე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ვინ იყ­ვნენ. აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით და­ვუშ­ვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ. ვართ მე, მაკა, მა­კას მე­უღ­ლე - კოტე და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი. უცებ მო­დის რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მა­კას იც­ნობ­და და რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბა ფრან­გუ­ლად. მაკა ცოტა გაშ­რა. ვე­კი­თხე­ბით, რა მოხ­დაო და იმ სუფ­რა­ზე რომ კა­ცია, იმას უნდა მოს­ვლა და კომ­პლი­მენ­ტის თქმა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, თუ სუფ­რას­თან მსხდო­მი მა­მა­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გიო. ყვე­ლამ კო­ტეს შევ­ხე­დეთ.

 

კო­ტე­მაც - არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავს და მინ­და, ჩემი დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტოო - და­იღ­ვა­რა კომ­პლი­მენ­ტე­ბად, ლა­მის და­ი­ჩო­ქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ. ეს კაცი იმ მა­გი­დი­დან მო­ვი­და, სა­დაც ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ვკვდე­ბი ინ­ტე­რე­სით, ვინ არის. მა­კას ვუ­თხა­რი, და­უ­ძა­ხე რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ჰკი­თხე, უნდა "დავ­გუ­გლო", თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი, რომ არ გა­ვი­გო, ვინ არის ეს კაცი-მეთ­ქი. ვწერ სა­ხელს და გვარს "გუ­გლ­ში" და ვინ აღ­მოჩ­ნდა? - კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" მფლო­ბე­ლი. მერე კარ­გა ხანს "ბარ­სე­ლო­ნას" ვე­ძახ­დით მა­კას. მინ­და აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ მაკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ამ სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად - ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი ტან­დე­მი".

 

წყარო: "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

წაკითხვა 2062 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.