ამერიკულმა ჟურნალმა ლევან გელბახიანი კანის ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავებში დაასახელა
ამერიკულმა ჟურნალმა W ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი კანის 15 ყველაზე ნიჭიერ ვარსკვლავში დაასახელა.
უილიამ დეფო, ანტონიო ბანდერასი, რობერტ პატინსონი, ბილ მიურეი, პრიანკა ჩოპრა.. – ეს იმ ცნობილ მსახიობთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შორისაც ქართველი მსახიობი მოხვდა. როგორც ჩანს, ლევან გელბახიანმა მალევე მიიპყრო ამერიკული მედიის ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ ლევან გელბახიანი ქართული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” (And Then We Danced) მთავარი როლის შემსრულებელია. ფილმი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. მისი მსოფლიო პრემიერა კანის კინოფესტივალზე უკვე შედგა.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის
