მაკა ასათიანი ბებია ხდება
ცნობილი ქართველი დიზაინერი, უმშვენიერესი მაკა ასათიანი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.
მაკა წარსულში აქტიურად იყო დაკავებული დიზაინერული საქმიანობით და არაერთ მოდელს გაუკვალა გზა პოდიუმზე.
ცოტა ხნის წინ დიზაინერ ჯაბა დიასამიძესთან ერთად, ბარსელონაში კონცეპტუალური სივრცე "დარიალი" (Darial) შექმნა, რომელიც მოდას, ხელოვნებასა და ცხოვრების სტილს აერთიანებს.

მაკა ასათიანი ამჟამად მეორე ქმართან კოტე გოგელიასთან ერთად ცხოვრობს, რომელთანაც ერთი ვაჟი - კონტასტინე ჰყავს. დიზაინერს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი - კახი და ლევანიკო ჟორდანიები ჰყავს და მალე, ბევრი ქალის სილამაზის ეტალონი ბებია გახდება.


მაკას უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია 2017 წელს დაქორწინდა უმშვენიერეს ნანიკო კლდიაშვილზე, წყვილი საზღვარგარეთ სწავლობს და პირველი შვილის მოლოდინშია.
ნანიკო კლდიაშვილმა "ინსტაგრამის" პირად გვერდზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კარგად ეტყობა წამოზრდილი მუცელი.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
