ჯულია რობერთსი „ოსკარზე“ წლის ფილმის გამოსავლენად „ელი სააბის“ კაბაში გამოვიდა (ფოტოები)
ლოს-ანჯელესში დღეს დილით დასრულებული „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაცია, წლის ფილმის გამოცხადება იყო.
არანაკლებ საინტერესო კი, ამ ნომინაციის წარმდგენის ვინაობაა, რომელსაც ყოველ წელს აკადემია საგანგებოდ არჩევს. წელს ეს მისია 51 წლის ჯულია რობერთსს დაეკისრა, რომელიც სცენაზე ცერემონიალის ბოლოს, „ელი სააბის“ ულამაზესი ვარდისფერი კაბით გამოვიდა. ლიბანელი დიზაინერის კაბები ჯულიას გარდერობში ადრეც არაერთხელ გვინახავს.
ყველასთვის მოულოდნელი, თავად წლის ფილმის დასახელება გახდა. პიტერ ფარელის ფილმმა „მწვანე წიგნი“ ისეთი ფავორიტები ჩამოიტოვა, როგორებიც „რომა“ და „ფავორიტი“ არიან.



სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
