2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობები

ოლივუდში, ბოლო წლების განმავლობაში ქალებმა კინოინდუსტრიაში თავისი უფლებების დასაცავად აქტიური ბრძოლა დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით კაცი მსახიობების შემოსავალი მაინც უფრო მაღალია, ყოველწლიურად განსხვავება მათ ჰონორარებს შორის სულ უფრო და უფრო მცირდება.

 

2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების სია კი ასეთია:

 

 

10) ელენ პომპეო - 22 მილიონი დოლარი

 

ელენ პომპეო 2005 წლიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის Grey's Anatomy მთავარი როლის შემსრულებელია და მიუხედავად იმისა, რომ სხვა მასშტაბურ პროექტებში მსახიობს იშვიათად ვხედავთ, ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების სიაში მაინც მოხვდა. 

 

 

ფოტო: youtube

 

 

9) შარლიზ თერონი - 23 მილიონი დოლარი

 

სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოდის ფილმები, რომლებშიც თერონი მთავარ როლს ასრულებს, თუმცა მსახიობმა პროდიუსერობაც დაიწყო და მისი წლიური შემოსავალი არ შემცირებულა. წელს თერონი სურათში Bombshell მონაწილეობს და ასევე ანიმაციური ფილმის "The Addams Family" პერსონაჟს ახმოვანებდა. 

 

 

ფოტო: Variety

 

 

8) მარგო რობი - 23,5 მილიონი დოლარი

 

მარგო რობიმ წელს  მონაწილეობა ბევრ პროექტში მიიღო( Bombshell, Once upon a Time In Hollywood, Birds of Prey: And the Fantabulous Emancipation of One Harley Quinn) და შრომაც სათანადოდ დაუფასდა. 

 

 

ფოტო: yahoo

 

 

7) ელიზაბეთ მოსი - 24 მილიონი დოლარი

 

ელიზაბეთ მოსი სერიალის The Handmaid's Tale წყალობით პოპულარულ მსახიობად იქცა და ჰოლივუდშიც სულ უფრო და უფრო მეტ პროექტში პატიჟებენ. წელს მსახიობმა 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 

 

 

ფოტო: Film

 

 

6) კეილი კუოკო - 25 მილიონი დოლარი

 

სერიალის Big Bang Theory ვარსკვლავი ერთ დროს, ამავე სიის მეორე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა წელს, როდესაც შოუ დასრულდა მსახიობმა სიის მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. 

 

 

ფოტო: Film

 

 

5) ჯენიფერ ენისტონი - 28 მილიონი დოლარი

 

წელს ენისტონი სიის მეხუთე ადგილას აღმოჩნდა. მსახიობმა მონაწილეობა Netflix-ისა და Apple TV+ -ის პროექტებში მიიღო და 28 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენისტონი წელს Instagram-ზე დარეგისტრირდა და გამომწერების რაოდენობით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. 

 

 

ფოტო: Film

 

 

4) ნიკოლ კიდმანი - 34 მილიონი დოლარი

 

ნიკოლ კიდმანი წელს (ისევე როგორც სხვა დროს) ბევრ პროექტში გამოჩნდა, მათ შორის სერიალის Big Little Lies მეორე სეზონში და ფილმში Bombshell. 2019 წელს მსახიობის შემოსავალი 34 მილიონ დოლარს შეადგენს. 

 

 

ფოტო: Deadline

 

 

3) რიზ უიზერსპუნი - 35 მილიონი დოლარი

 

რიზ უიზერსპუნმა, რომელიც კიდმანთანთან ერთად სერიალში Big Little Lies ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს, მას 1 მილიონი დოლარით გადაასწრო. უიზერსპუნის კიდევ ერთი დიდი პროექტი წელს Apple+ -ის Morning Show იყო. 

 

 

ფოტო: Film

 

 

2) სოფია ვერგარა - 44,1 მილიონი დოლარი

 

სოფია ვერგარა, რომელიც ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების ათეულში ბევრი წლის განმავლობაში შედიოდა, შარშან ამ სიაში ვერ მოხვდა, თუმცა წელს მრავალი სატელევიზიო შოუს წყალობით, ის მეორე ადგილას, 44,1 დოლარით აღმოჩნდა. 

 

 

ფოტო: The Inquisitr

 

 

1) სკარლეტ იოჰანსონი - 56 მილიონი დოლარი

 

სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი მსახიობების სიაში მეორე წელია რაც პირველ ადგილს იკავებს. წელს მისი წლიური ჰონორარი 56 მილიონი დოლარია, შარშან - 40,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 

 

 

ფოტო: Film

 

 

 

http://www.tabula.ge/

წაკითხვა 270 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 17 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.