წლის საუკეთესო ფილმისთვის „ოსკარი“ სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“ მოიპოვა
„ოსკარის“ 92-ე დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ფილმის კატეგორიაში სამხრეთ კორეულმა ფილმმა „პარაზიტმა“ გაიმარჯვა.
ამავე ფილმის რეჟისორმა კი ჯილდო წლის რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ბონგ ჯუნ ჰომ ჯილდო მიიღო ასევე წლის ორიგინალური სცენარისთვისაც. „პარაზიტმა“ გაიმარჯვა წლის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშიც.
წლის მსახიობების კატეგორიაში მამაკაცებს შორის „ოსკარი“ ჰოაკინ ფენიქსმა ფილმში „ჯოკერი“ შესრულებული როლისთვის მიიღო, ხოლო ქალებს შორის რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“. მსახიობ ბრეტ პიტს კვენტინ ტარანტინოს ფილმში, „ერთხელ ჰოლივუდში", მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის გადაეცა „ოსკარი“. ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი „ოსკარი“ ლორა დერნს ერგო, რომელიც ფილმში „ქორწინების ისტორია“ ადვოკატის როლს ასრულებს.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის კი ჯილდო ერგო ტაიკა უაიტიტის, ფილმისთვის „კურდღელი ჯოჯო“, საუკეთესო ანიმაციური ფილმი გახდა - Toy Story 4, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - „თმის სიყვარული“ (Hair Love), საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - „ამერიკული ქარხანა“, კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი „პატარა ქალები“. საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო ერგო „ჯოკერის“ კომპოზიტორს ჰილდურ გუანადოტირს, ხოლო წლის საუნდტრეკის ჯილდო მიიღო ელტონ ჯონის სიმღერამ "(I'm Gonna) Love Me Again - ფილმიდან Rocketman.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
