ჩვენს შესახებ

XXI საუკუნეში ინფორმაციიის მიღებასა და გავრცელებას ძალიან დიდი როლი აკისრია. ადამიანები იღებენ ინფორმაციას ტელევიზიებისგან, გაზეთებისგან, უსმენენ რადიოსა და საათობით სქროლავენ ფეისბუქ გვერდებს. მედია შუამავალია. დღევანდელ საზოგადოებაში მხოლოდ მედიას ძალუძს, მოგვაწოდოს დროული და სრული ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენს გარშემო ან ჩვენს მიღმა ვითარდება. სწორედ მედიის ფუნქციაა ინფორმაციის მოძიება, გაფილტრვა, გაანალიზება, ინტერპრეტირება და შემდგომ მისი გავრცელება ყველასათვის გასაგებ ენაზე

საინფორმაციო სააგენტო „დღის ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა სიახლეები.  

სიახლეების გარდა ვებგვერდზე გაეცნობით საინტერესო  და ანალიტიკურ სტატიებს,  მომაზადებთ უგემრიელეს კერძებს, გაეცნობით ასტროლოგიურ პროგნოზს, მიიღებთ ინფორმაციას ჯანმრთელობის, სილამაზისა და მოდის შესახებ.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენ, ჩვენსა და თქვენს ისტორიას ერთად ვქმნით. მედია ხომ შუამავალია საზოგადოებასა და რომელიმე მხარეს შორის. ჩვენ მოვისმენთ თქვენს ისტორიებს და ვეცდებით ხმა შესაბამის ორგანოებს მივაწვდინოთ, სამართლიანობის აღდგენისა თუ რაიმე პრობლემის გადაჭრის მიზნით. სწორედ ამაშია ჩვენი უნიკალურობა და განსხვავებულობა.  ამისთვის კი უნდა მოგვწეროთ თქვენი ამბავი შემდეგ ემაილზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

წაკითხვა 12952 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 31 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.