ამ გვერდის ამობედვა

"თემა დახურულია - 2020 წლისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება"

თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებას არაერთგზის მკაფიოდ გააცნეს საკუთარი დამოკიდებულება იმ პოლიტიკური პროცესების შესახებ, რომელიც საარჩევნიო სისტემის საკითხის გარშემო განვითარდა.

 

„თუმცა, ვინაიდან ამ თემის გარშემო კვლავ არ წყდება პოლიტიკური სპეკულაციები, მსურს საზოგადოებას ჩვენი პოზიცია, რამდენიმე გზავნილით კიდევ ერთხელ გავუზიარო: პირველი - პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა „ქართული ოცნების“ ცალმხრივი პილიტიკური ინციატივა იყო. მიუხედავად გუნდის ხელმძღვანელობის ძალისხმევისა სამწუხაროდ კანონპროექტმა შესაბამისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. აღნიშნული შედეგი მაჟორიტარი დეპუტატების ბუნებრივ წინააღმდეგობასთან ერთად დესტრუქციული ოპოზიციის უპასუხისმგებლო ქმედებებაც განაპირობა. მეორე - ყველასათვის ნათელია, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული განწყობების გათვალისწინებით რაიმე ახალი საკონსტიტუციო ცვლილების გარშემო 113 ხმის მობილიზების რესურსი დღეის მდგომარეობით არ არსებობს. თემა დახურულია - 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს სრულად შეესაბამება, აქედან გამომდინარე პოლიტიკურმა სპექტრმა მთელი თავისი ძალისხმევა, არჩევნებისთვის მზადებასა და არჩევნების მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებისკენ უნდა მიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წაკითხვა 594 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 25 2019