"მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები"- კახა კალაძე
მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაშია".
„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას". ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი",- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.
სიახლეები
- "სენატორების წერილი განგაშის ზარია"- სალომე სამადაშვილი
- "პროვოკაციებს არ დავუშვებთ - კარგია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება" - ირაკლი ღარიბაშვილი
- "მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელია, მასში მზაკვრობაა ჩადებული, მინიშნება, რომ შეიძლება გადაიხედოს უვიზო რეჟიმი" - ირაკლი ღარიბაშვილი
- ქუთაისის "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" წევრები განცხადებას ავრცელებენ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 აპრილისთვის