May 17, 2024

ივნისი 26 2021 წაკითხვა 483 ჯერ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ახალუბნიდან 2 ადგილობრივი გაიტაცეს.

ივნისი 26 2021 წაკითხვა 738 ჯერ

„ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით არ შემდგარა, აქ მთავარია თუ ვის აწყობდა ამ ინფორმაციის გავრცელება. ჩემი აზრით ეს აწყობს „ოცნებასაც" და „ნაცმოძრაობასაც" - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა იგორ კვესელავამ განაცხადა, რომლითაც პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაშინგტონში შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სააკაშვილი-გახარიას შეხვედრა არ შემდგარა, თუმცა ამაზე ინფორმაციის გავრცელება აწყობდა "ოცნებასაც“ და "ნაცმოძრაობასაც“ - იგორ კვესელავა.

ივნისი 24 2021 წაკითხვა 486 ჯერ

Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

ივნისი 24 2021 წაკითხვა 383 ჯერ

ოპოზიციის განცხადებას, რომ მოსამართლეების დანიშვნისა და შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების, როგორც ზეწოლის მექანიზმის გამოყენების საკითხი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პასუხობს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სანქციებს თავად ოპოზიცია უნდა ელოდოს, რომელიც შეთანხმებას არ ასრულებს:

"ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბუნებრივია ვერ და არ გადაიხედება. ტყუილია, რომ ჩვენი მოქმედება ეწინააღმდეგება მიშელის დოკუმენტს, პირიქით ვმოქმედებთ ზუსტად მიშელის დოკუმენტის შესაბამისად - ეს ერთი და მეორე - ხალხი დაიღალა, საზოგადოება დაიღალა ამ მუდმივი საუბრებით შესვლაზე-გამოსვლაზე, ხან შედიან, ხან გამოდიან, თავში ქვა უხლიათ, რაც უნდა გაუკეთებიათ. სანქციებს დაელოდოს ოპოზიცია," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ივნისი 24 2021 წაკითხვა 495 ჯერ

„ქართულ ოცნებას“ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ისეთი ჟინით რომ ებრძოლა, როგორც დღეს ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. 

ივნისი 23 2021 წაკითხვა 413 ჯერ

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად წყალტუბოს ეწვია. 

გვერდი 289 სულ 516
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.