April 26, 2024

ნოემბერი 22 2023 წაკითხვა 211 ჯერ

ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვუერთდებით სანქციებს და ყოველთვის ეს დამოკიდებულება გვექნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ნოემბერი 22 2023 წაკითხვა 177 ჯერ

„ვარდების რევოლუცია“ ვისაც ეზეიმება, ეზეიმოს და ვისაც არ ეზეიმება, იყოს სახლში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ნოემბერი 21 2023 წაკითხვა 423 ჯერ

31 წელი გავიდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან. აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.


დღეს აფხაზეთი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს ამ რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.


წლები გადის, მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში კი თითოეული აფხაზეთიდან დევნილი ადამიანი თავისებურად ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს. თუმცა, აღნიშნული პროცესი მხოლოდ ამ ადამიანების მოქმედებებითა და საუბრით წინ ვერ წავა, თუ სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები არ გადადგა, დიპლომატიური თვალსაზრისით.


ჩვენი საინფორმაციო სააგენტო ხშირად წერს აღნიშნულ საკითხზე სტატიებს. ახლა კი გვინდა რამდენიმე რესპონდენტის მოსაზრება გაგიზიაროთ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით:


სწორედ, რომ აფხაზეთის ომს FirstNews.ge-თან საუბარში ფილოლოგი მაკა ბელქანია იხსენებს“


"ტრაგიკული მოვლენები სამწუხაროდ ხშირი გახდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. უსიამოვნო აგვისტო დაგვიდგა მაშინაც, როცა 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში მეხივით გავარდა ხმა, კიტოვანის ჯარი შემოვიდა და მდინარე ფსოუსთან აფხაზმა შეიარაღებულმა ძალებმა წინააღმდეგობა გაუწიესო. ყველანი ვიმედოვნებდით, რომ კონფლიქტი მალევე მოგვარდებოდა, როგორც 1989 წელს.


დღე დღეს მისდევდა, კონფლიქტმა ომის სახე მიიღო. პირველი გაგრის დაცემა იყო, შემაძრწუნებელი ფაქტებით. გაჩნდნენ პირველი დევნილებიც. სრულმა პანიკამ მოიცვა ქალაქები და სოფლები. აფხაზმა სეპარატისტებმა დაქირავებულ ბოევიკებთან ერთად, ნოემბრის თვეში ცეცხლში გაახვიეს სოფელი კოჩარაც, უმოწყალოდ დახოცეს, ტყვედ აიყვანეს და შეურაცხეს უამრავი კოჩარელი. 1993 წლის სექტემბერს, სოხუმზე მიტანილმა საბოლოო იერიშმა, მიუხედავად ქართველთა თავგანწირული ბრძოლისა გატეხა აფხაზეთის დედაქალაქი რასაც მთლიანად აფხაზეთის დაცემა მოჰყვა,"- აცხადებს მაკა ბელქანია.

მისი თქმით, სამმა ათეულმა წელმა განვლო ამ ავად მოსაგონარი დღიდან, ხოლო აფხაზეთიდან დევნილები წლიდან წლამდე მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობენ.

"2019 წელს, როცა კორონა ვირუსმა მთელს მსოფლიოს შეუტია და მილიონობით ადამიანი დაიღუპა, გადავწყვიტე აფხაზური მოგონებებისთვის მომეყარა თავი და კრებულის სახით გადამეცა მომავალი თაობისთვის, ვინაიდან, არავინ ვიცით როდის დავტოვებთ ამ ქვეყნიურ ცხოვრებას… ვგონებ თითოეული ჩვენგანის ვალია მეტი მოუყვეთ ახალგაზრდებს და მოვანდომოთ მათ აქტიურად ჩაებან მამულიშვილურ ბრძოლაში, რასაც აფხაზეთის დაბრუნება ჰქვია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემი კრებული -“რისი წამოღებაც შევძელი”, - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში მაკა ბელქანია.

FirstNews.ge-თან საუბარში აფხაზეთის ომს ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას დირექტორი ალუ გამახარია იხსენებს:



"აფხაზეთში გადატანილი ომი ბევრ ასეთ უცნობ და ტრაგიკულ ფაქტს ინახავს, რაზედაც აქ ვწერ. დღემდე ვლინდება და ვლინდება ახალი ისტორიები. ამ დღეებში ჩემთვის ცნობილი გახდა ერთი ასეთი ფაქტი: დედით აფხაზი და მამით ქართველი ორი ძმიდან ერთი - აფხაზურ, ხოლო მეორე კი - ქართულ მხარეს იბრძოდა. ამ უგუნურმა, კრემლის მიერ პროვოცირებულმა, მართლა ძმათა მკვლელმა ომმა, რამდენი ოჯახი გახლიჩა და გააუბედურა. ქართულ მხარეს მებრძოლი ძმა დევნილად იქცა, ხოლო მეორე ძმა კი დარჩა აფხაზეთში და ცხოვრობს იქ, მაგრამ განა ერთის ან მეორის ცხოვრებას- ცხოვრება ჰქვია? ძმებმა, ომის შემდეგ გარდაცვლილი, თავიანთი მოხუცი მშობლები ერთად ვერ დაიტირეს, ერთმანეთი ერთხელაც ვერ მოიკითხეს და მოინახულეს. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დევნილმა ძმამ წლების წინ სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა -თავი მოიკლა! მხოლოდ ახლახან აფხაზეთიდან ჩამოსულმა ახლო ნათესავებმა, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“ დახმარებით, ძლივს მონახეს და პატივი მიაგეს მათი ქართველი ახლობლის მიტოვებულ საფლავს. ასეთი, ფაქტი ერთი და ორი არ არის... ნამდვილად ბევრი იყო ომის სხვადასხვა მხარეს მებრძოლ ქართველთა და აფხაზთა შორის ერთმანეთის სისხლით ნათესავი ან ახლობელი, როცა რომელიმეს დაღუპვის შემთხვევაში, მათი ნათესავები ორივე მხარეს გლოვობდა.



არა მეგობრებო, არა!.. არ იყო ეს ჩვენი ომი! არც სამამულო ომი იყო! დამიჯერეთ, ეს ძმათა მკვლელი, ტრაგიკული ომი იყო!
მოვა დრო, როცა ამას ყველა ერთად ვაღიარებთ ორივე მხარეს და მწარედ მოვინანიებთ და ვეტყვით ერთმანეთს - ჩვენ მოგვატყუეს!
შევთხოვ უფალს - ნათელში ამყოფოს ამ ომში დაღუპული ყველა ქართველის, ყველა აფხაზის და მათ გვერდით დგომისას დაღუპული სხვა ერების წარმომადგენელთა სული!



როგორ გავიხსენებ სოხუმის დღეს?! -
1. პირველ რიგში იყო შოკი, იმ მომენტში სრულიად გაუცნობიერებელი ინფორმაცია, ვინაიდან გვჯეროდა რომ სოხუმი არ დაეცემოდა;
2. ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას დაღუპვის ამბის გაგება უკვე თავზარდამცემი ტრაგედია იყო მთელი საქართველოსთვის...სხვათა შორის ბევრმა აფხაზმა ძალიან განიცადა ჟიულის დაღუპვა;
3. იყო იმედიც რომ ჩვენი სამხედროები კელასურში გამაგრდებოდნენ;
4. როცა ეს არ მოხდა და ჯარი, მოსახლეობა დაიძრა ქალაქიდან, ყველამ დავიწყეთ თავის შველა...
5. დღემდე მიჭირს ამ რეალობასთან შეგუება..."- აცხადებს ალუ გამახარია.



სოხუმის დაცემის დღეს FirstNews.ge-თან საუბარში ჟურნალისტი ლალი შენგელია იხსენებს და აღნიშნავს, რომ მისთვის ეს დღე ყველაზე საშინელი იყო.



"ცოტა შორიდან დავიწყებ, 27 სექტემბრამდე და მის მერე პერიოდს გავიხსენებ:


მე ოჩამჩირეში ვცხოვრობდი (ისე - გულრიფშიდან ვარ). ომის დროს დიდხანს ვერ მოვახერხე ჩემს მშობლიურ სახლში ჩასვლა და მარიამობას, 28 აგვისტოს წამიყვანა მამამ ჩემს ორ პატარა გოგონასთან ერთად. ეს იყო სიმშვიდის პერიოდი. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

უბედნიერესი ვიყავი - ომი დამთავრდა. ჩავედი რვა თვის უნახავ სახლში. შევხვდი მონატრებულ მეზობლებს, მეგობრებს. 16 სექტემბერს დასრულდა ეს ბედნიერება... დაიწყო შემოტევა, დაბომბვები. ოჩამჩირეში დაბრუნება შეუძლებელი იყო. ძლივს ვრეკავდით ხოლმე და ვაგებინებდით, რომ ნორმალურად ვართ. ერთმანეთს ვამხნევებდით... ველოდით, რომ მალე დასრულდებოდა ეს კოშმარი...



სოხუმიდან ჩამოვიდნენ ჩვენი ნათესავები. მხოლოდ ცუდი ამბები ისმოდა... ღამეს მეზობლის სარდაფში ვათევდით... 27 სექტემბერი დადგა.
27 სექტემბერს ჩემი ერთადერთი დის, ლელას დაბადების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო შუქი, წყალი (ცისტერნებით მოჰქონდათ მთელი უბნისთვის), საჭმელს ეზოში, შეშის ღუმელზე ვაკეთებდით, მაინც გავშალეთ სუფრა... ჩვენი სახლი გულრიფშში მაღლობზე იდგა - ხელისგულივით ჩანდა სოხუმი. განათებული იყო, იწვოდა ქალაქი... მივხვდით, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა...



ღამის ათ საათზე ისევ დავაპირეთ სარდაფში წასვლა... მეზობელთან სოხუმიდან მოსულმა ადამიანებმა გვითხრეს: სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა, წადით, ბავშვებიანად აქ რა გინდათო... ეს იყო ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში...



მამაჩემის „ჟიგულში“ 11 ადამიანი ჩავსხედით - 3 ადამიანი საბარგულში. დედა, მამა, ბებია, ბაბუა დავტოვეთ... ჭუბერის უღელტეხილით ვიარეთ და 1 ოქტომბერს ჩავედით ზუგდიდში. მერე ვეძებდი და ვიპოვე ქმარი, მისი მშობლები... ბებია და ბაბუა იქ დახოცეს, დედა და მამა კი 15 ოქტომბერს დიდი გაჭირვებით ჩამოვიდნენ ზუგდიდში. ასეთი იყო ჩემი შემოდგომა 1993 წელს, 30 წლის წინათ...



27 სექტემბერი ჩემი დიდი ტკივილის დღეა. იმედს ვიტოვებ, რომ მალე დავბრუნდები გულრიფშშიც, ოჩამჩირეშიც და აფხაზეთი ისევ იქნება ლამაზი და ბედნიერი..." - აცხადებს ჩვენთან საუბარში ლალი შენგელია.

 

ავტორი: ივლიტა გოგუა

ნოემბერი 21 2023 წაკითხვა 161 ჯერ

მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნოემბერი 21 2023 წაკითხვა 156 ჯერ

ვეთანხმები ევროკავშირი ელჩს, მან აღნიშნა, რომ არის ევროკავშირი ქვეყნები, უმეტესობაა ასეთები, სადაც მოქმედებს მაღალი ბარიერი. მხოლოდ ოთხი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც მოქმედებს სამპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ნოემბერი 20 2023 წაკითხვა 150 ჯერ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები მეტყველებს, რომ მას არ აქვს გააზრებული, რა დანაშაული ჩაიდინა და კვლავ ცდილობს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამართლებას.

გვერდი 44 სულ 508
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.