"არავის ეგონოს, რომ ვინმეს რამეს შევარჩენთ" - ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავებაზე
"არავის ეგონოს, რომ ვინმეს რამეს შევარჩენთ" - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მიხეილ კალანდიას დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, როგორც იქნა შესაბამისმა უწყებებმა გადაწყვიტეს საქმეზე სიმართლის დადგენა და მიხეილ კალანდია დააკავეს.
თუმცა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ახლა პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს მიხეილ კალანდიას დანაშაულში მონაწილეობა, სწორედ ამიტომ ის ბრძოლას დასრულებულად არ თვლის.
მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ გამოძიებაში კიდევ ბევრი ხარვეზი არსებობს და ამ საქმეს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება.
"გადაიდგა დღეს უდიდესი ნაბიჯი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ უწყების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც როგორც იქნა გადაწყვიტეს, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი რასაც ვიბრძოდით. ვნახოთ სასამართლო რას დაადგენს მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში და ვნახოთ როგორ დაამტკიცებს პროკურატურა წარდგენილ ბრალდებას. ეს არ არის საბოლოო დასასრული. ბრძოლა გრძელდება აუცილებლად. არის გარკვეული, რიგი ხარვეზები გამოძიებასთან დაკავშირებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და არავის არ ეგონოს, რომ ვინმეს რამეს შევარჩენთ,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, სამართალდამცველებმა კალანდია დღეს აიყვანეს.
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
