"ქართული მხარე არ წყვეტს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას, რითაც კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას"
საქართველოს მხარე არ წყვეტს თავისი რევანშისტული განცხადებების გაკეთებას და ამით კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარზე", - ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სეგმენტში შესაშური თანმიმდევრობით ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც ისმის მსგავსი განცხადებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული საქართველოს მხარის მოქმედებები ოსური სოფლის უისტას რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
„სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
