აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა
აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.
წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 47.38% პროცენტი მოიპოვა, - ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ე.წ. აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მეორე „კანდიდატმა“ ალხაზ კვიცინიამ ხმათა 46.19 პროცენტი მოიპოვა.
აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტური“ 8 სექტემბერს გაიმართა. ამომრჩეველთა აქტივობა 65.98 პროცენტი იყო.
სიახლეები
- რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა ყოველდღე? - რას წერს არუნ ხათრი
- 16-22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი: თევზები კრიზისს ასრულებენ, კუროები კი წესრიგს ამყარებენ
- "რუსული იერიშების გამო კიევი კატასტროფის ზღვარზეა, კვლავ ღიად რჩება ჩვენი მომავლის საკითხი, გადავრჩებით თუ არა დამოუკიდებელ ქვეყნად" - ვიტალი კლიჩკო
- "როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი"
- "გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ" - მეუფე შიო
