"სერგეი ლავროვი თბილისში, სავარაუდოდ, არ ჩამოვა"-კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრეგორი კარასინი ტვ იმედთან საუბარში ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მღელვარების გამო, სავარაუდოდ, სერგეი ლავროვი არ ჩამოვა თბილისში 14-15 მაისს, ევროსაბჭოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.
მისივე თქმით, თავად ის აპირებს მინისტერიალში მონაწილეობას, ხოლო რუსეთის დელეგაციის წევრთა დონე სხვაგვარად განისაზღვრება და შესაძლოა, დელეგაციას ლავროვის მოადგილე რუდენკომ უხელმძღვანელოს.
"ამ საკითხზე თავიდანვე ნაფიქრია. რუსეთს არ აქვს მიზეზი მინისტერიალზე მონაწილეობაში ეჭვის შესატანად, აი მონაწილეთა დონე - ეს სხვა საკითხია. შეიძლება იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე [ანდრეი რუდენკო] ან რუსთის ელჩი ევროპის საბჭოში - ეს ფართო მსჯელობის საგანი გახდა, თუ ვინ ჩამოვა მინსტერიალზე. ახსენებენ მინისტრს და სხვა პირებს, დაველოდოთ და ვნახოთ თუ რა იქნება, მე სერგეი ლავროვის ნაცვალად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება", - აცხადებს კარასინი.
შეგახსენებთ, 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ოკუპირებული ტერიტორების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე არ დაიშვებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ, მაგრამ არა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით.
"უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით".
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე