„ორჯერ დაკარგა გონება"- გიული ალასანია სააკაშვილზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, კლინიკაში გონება ორჯერ დაკარგა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გონების კარგვის ფაქტს კლინიკა „ვივამედში“ თავად შეესწრო.
„ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა, დღეს. მერე ბადრაგები შემოვიდნენ, ძლივს, როგორ იქნა ამ სიმაღლე ადამიანი აიყვანეს, დავაწვინეთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ განმეორდა და გონება მეორედ დაკარგა. მე იქ ვიყავი, იქეთ მხრიდან ექთანი იდგა, მოვახერხე ის, რომ თავი დავუჭირე იმიტომ, რომ გაიშხლართა, მთლიანად გაშავდა და ასე უგონოდ დიდხანს იყო“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
გიული ალასანია შვილის გონების დაკარგვას მის ორგანიზმში არსებულ მომწამვლელ ნივთიერებებს უკავშირებს.
„ყველაფერს ერთად ვუკავშირებ. პირველ რიგში, ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანი მოწამლულია და მძიმე მეტალები ისევ მის ორგანიზმშია და თავის მოქმედებას აგრძელებს. თვითონ კვების პრობლემაც არის მაგასთან დაკავშირებული. მორიგე ექიმიც იქ იყო, რა თქმა უნდა, ნახა, ძალიან ყურადღებიანი ქალბატონია. ექთანიც და ყველა ძალიან ყურადღებიანია, ბადრაგებიც გულისხმიერები არიან“, - განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“.
სიახლეები
- "გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 სექტემბრისთვის
- "ომით ვერ შევძლებთ ტერიტორიების დაბრუნებას და ქვეყნის გაერთიანებას, ამიტომ ჩვენი სტრატეგიული მოთმინების და მშვიდობიანი პოლიტიკა ტერიტორიების მშვიდობიანი დაბრუნების და გაერთიანებისკენ არის მიმართული"
- "2008 წლის ომი გარე დაკვეთით, სწორედ „ნაციონალებმა“ დაიწყეს" - ბიძინა ივანიშვილი
- როგორ უნდა ვებრძოლოთ გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემას