April 26, 2024

აპრილი 26 2024

„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს.


აპრილი 26 2024

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წარმოადგენს ისტორიულ შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ, - ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უცხოური გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონპროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების გამო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

 

უწყების განცხადებით, საქართველოში ათასობით ადამიანი ყოველ ღამით მართავს საპროტესტო აქციას სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად.


აპრილი 26 2024

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა, ქვეყნის ვიზალიბერალიზაცია „უკუღმა წაიყვანა“.

 

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

 

„ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს“,- წერს სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გუშინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვაზეა საუბარი.


აპრილი 25 2024
ინგრედიენტები

აპრილი 25 2024

როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? მართლა „ოცნება“ ხომ არ ხარ? ისინი ამას კანონით აკეთებენ და კანონით აპირისპირებენ და შენ ახლა პასუხისმგებლობა თუ არ გყოფნის და მოწოდებებით დაუპირისპირე საზოგადოება, მაშინ სად არის განსხვავება? - ასე გამოეხმაურა პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ის ეცდება, 29 აპრილი პარლამენტის შიგნით თუ გარეთ მწვავე იყოს.


აპრილი 25 2024

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი - 66 ადამიანი, უკრაინის მოქალაქეა.


აპრილი 25 2024

დღეს ევროპარლამენტში საქართველოსათვის სანქციების მოთხოვნის მხარდამჭერთა ბირთვს ლიეტუველი დეპუტატები წარმოადგენენ, კუბილიუსის, გორბაჩოვის მხარდამჭერისა და მეხოტბის მეთაურობით, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.


აპრილი 25 2024

მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


აპრილი 25 2024

29 აპრილს, ეს იქნება აქცია - „რუსული მარში“ „რუსული კანონის” დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


აპრილი 24 2024

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა.


გვერდი 1 სულ 672
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.