ოქტომბერი 26 2023

ღონისძიება ჰელოუინი რელიგიურ საფუძვლებზეა აღმოცენებული და წინააღმდეგობაში მოდის მართლმადიდებლურ საეკლესიო ცნობიერებასთან, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.


ოქტომბერი 26 2023

ქუთაისში მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. კინოთეატრ „საქართველოში“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.



ოქტომბერი 25 2023

ხათუნა სამნიძე ადასტურებს იმას, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით. მავნებელთა დიდი გუნდია შეკრებილი, გაერთიანდნენ, რევოლუციური კომიტეტი ჩამოაყალიბეს და ფიქრობენ, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება განაპირობებს რევოლუციური პროცესის დაწყებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.


ოქტომბერი 25 2023

რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინ რატომღაც გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მთელი რიგი აღიარებითი ჩვენებები მიეცა. რამდენიმე რადიკალმა გულახდილად აღიარა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, ამას დაემატა ხათუნა სამნიძის აღიარება იმის შესახებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ, რასაც ხელისუფლება თვეების განმავლობაში ამტკიცებდა.

მათივე თქმით, ყველაზე გამორჩეული აღიარება კი თამარ ჩერგოლეიშვილს და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით.

„ყველაზე გამორჩეული აღიარება კი თამარ ჩერგოლეიშვილს და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით, რომლებმაც განაცხადეს, ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ „ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით“ სარგებლობა ვერ მოახერხაო.


ოქტომბერი 25 2023

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ განმათავისუფლებელი და მოჯაჰედების ჯგუფია, რომელიც იბრძვის თავისი მიწებისა და მოქალაქეების დასაცავად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.


ოქტომბერი 25 2023

ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული, მთელი რიგი ცვლილებები არის განხორციელებული. მე ძალიან დიდი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების ყველანაირი საფუძველი არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.


ოქტომბერი 25 2023

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რომ მოქმედ სისტემას არათუ გამარჯვებისკენ არ მივყავართ, არამედ ის მთელი ძალით მიგვათრევს კატასტროფისკენ. პოპასნაიას, სევეროდონეცკის, ლისიჩანსკისა და ბახმუტის შემდეგ ავდეევკის დაკარგვის პერსპექტივა არის განაჩენი სისტემის. თუ დავკარგავთ ავდეევკას, ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ისე, რომ ერთი სცენარის მიხედვით ზედიზედ უკვე მეხუთე ქალაქს ვკარგავთ? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი წერს.


ოქტომბერი 25 2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 21.7 კმ-იანი მონაკვეთის (კმ84-კმ107) სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. ამასთან, გრძელდება 16 სხვადასხვა მონაკვეთზე დამეწყრილი უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.


ოქტომბერი 25 2023

ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი მიმდინარეობს.


გვერდი 112 სულ 1246
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.