May 18, 2024

მაისი 26 2023

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.


მაისი 26 2023

რუსეთს არასდროს შეუცვლია პოზიცია ლაჩინის დერეფანთან მიმართებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


მაისი 26 2023

„გუგლი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე, 00:00 საათიდან სპეციალური „დუდლი“ გაჩნდა საქართველოს დროშის გამოსახულებით.


მაისი 25 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5876 ლარი ეღირება, ევრო – 2.7752 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1985 ლარი.


მაისი 25 2023

31 მაისს  ქუთაისის მესამე საერთაშორისო ფორუმი - „ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ გაიმართება.


მაისი 25 2023

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის ბრალი არ არის. მისი თქმით, ომი ნაწილობრივ იმის გამო დაიწყო, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა განიხილებოდა. ეს განცხადება კისინჯერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.


მაისი 25 2023

“კვამლი ყირიმის (ქერჩის) ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 მაისს, დილით გამოჩნდა, რუსები ამტკიცებენ, რომ ეს წვრთნების გამო იყო. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მოსალონელია უკრაინის მხრიდან მორიგი თავდასხმა ხიდზე, თუმცა, როდის, ეს უცნობია და კატეგორიულად გამორიცხავს წვრთნების ჩატარებას. “ყირიმის ხიდი დაკეტილია ჩატარებული წვრთნების გამო”, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა ”ყირიმის რესპუბლიკის” ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა. გამოცემა პრავდას ინფორმაციით, აქსენოვმა განაცხადა, რომ მოძრაობა ხიდზე მალე აღდგებოდა და მოითხოვა მხოლოდ რუსების მიერ გარცელებული ცნობები გამოეყენებინათ სანდო წყაროდ. მალე, 11:00 საათზე პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგა, ვარჯიში დასრულდა და კვამლი გაქრა. ხელისუფლებას არ განუმარტავს თუ რა წვრთებზე იყო საუბარი და არც მოსახლეობა გაუფრთხილები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა რეალურად ყირიმის ხიდზე - უკრაინელთა მორიგი თავდასხმა თუ რუსული არმიის “წვრთნები”.

 

“როიტერის” ცნობით, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ აშენებული ყირიმის ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის კრასნოდარის რეგიონთან აკავშირებს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო “ვარჯიშებისთვის”, ადგილობრივმა რადიოსადგურმა `იუთუბზე~ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის გადამოწმება “როიტერმა” ვერ შეძლო, სადაც ჩანს, რომ თეთრი კვამლი ამოდის ხიდის მთავარი ცენტრალური ნაწილიდან და უფრო მეტი კვამლი ამოდის ხიდის ერთ-ერთი მისადგომიდან. 19 კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო ხიდი გასული წლის ოქტომბერში, თავდასხმის დროს, აფეთქების შედეგად დაზიანდა, რომელიც კრემლის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ იყო მოწყობილი. მაგრამ უკრაინას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინამ შეიძლება მორიგი თავდასხმა განახორციელოს ყირიმის ხიდზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ უკრაინელებს გააჩნიათ საკმაოდ ეფექტური სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ სამხედრო დივერსია ამ ხიდზე და ასევე მათ შეუძლიათ, ზალპური სარაკეტო საზენიტო სისტემებითაც მისწვდნენ. კვამლი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ იმუშავა უკრაინიდან გაშვებულმა სარაკეტო ბალისტიკურმა სისტემამ. რაც შეეხება რუსულ ვერსიას, რომ იქ წვრთნები იყო, გამორიცხულია წვრთნები ყოფილიყო ხიდის სიახლოვეს, თან სამხედრო მოქმედებების ზონაშია და ტაქტიკურად ასეთი რაღაცეები წვრთნების პერიოდში, არა მგონია რომ რუსეთს გაერისკა” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.



მაისი 25 2023

დიდმა შვიდეულმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია მსოფლიოს მართვა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“.


მაისი 25 2023

როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თვისებრივად შეიცვალა 26 მაისის, როგორც მთავარი საერო დღესასწაულის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირი გახდა არა რაღაც ტიპის სამხედრო ჩვენებების ადგილი, როგორც ეს მაგალითად ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, არამედ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ოჯახებისთვის, ყველასთვის სასიამოვნო, სასეირნო, საგანმანათლებლო და სასიამოვნო დღე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.


გვერდი 196 სულ 1245
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.