ივნისი 23 2021

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს რეგიონებისათვის ევროკავშირის მიერ გაწეული მხარდაჭერის წარმოსაჩენად წყალტუბოს ეწვია. 


ივნისი 23 2021

„ქართული ხმების“ სოლისტი ზურაბ ბაკურაძე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა ცოტა ხნის წინ ხევიდან ამოიყვანა.


ივნისი 23 2021

“სად არის ვაქცინა და ვინ არის პასუხისმგებელი კლინიკებში დაბარებულ და უკან გაბრუნებულ მოქალაქეებზე? რას ეყრდნობა ხელისუფლების გადაწყვეტილება ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნისას, როდესაც ქვეყანაში ვაქცინის სიმწირეა.


ივნისი 23 2021

მსოფლიო ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით იმერეთის რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. ქუთაისში, სიმბოლურად გაიხსნა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იმერეთიდან მონაწილე ოლიმპიელების ბანერი.


ივნისი 23 2021

გელათში არსებულ მდგომარეობას, დღეიდან იუნესკოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ადგილზე შეისწავლის.


ივნისი 23 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 923  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 773 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 575  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.04 %.

 

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 923 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 636 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 287 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 773 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  360 828-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 575 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 346 792-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 211 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარა - 24, იმერეთი - 69, ქვემო ქართლი - 50, შიდა ქართლი - 29, გურია - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50, კახეთი - 59, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 799 საიდანაც: 2 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 428, აჭარაში - 171, იმერეთში - 348. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 48, იმერეთში -150. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 174 პირი, მათგან თბილისში - 113, აჭარაში - 8, იმერეთში - 12. 583 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 357 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 29, ხოლო აჭარაში - 4.

 

სულ  6 ოქტომბრიდან - 22 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 872 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 619 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 837, პირი, აჭარაში - 829, იმერეთში - 1 119.


ივნისი 23 2021

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის ახალი შტამები ისევ ჩნდება და ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპული ბიუროს წარმომადგენელმა განაცხადა.


ივნისი 23 2021

ბიზნესმენი ფადი ასლი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რესტორნების მუშაობა ღამის 00:00 საათიდან კვლავ შეზღუდული რჩულება, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 


ივნისი 23 2021

ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ქვეყანაში ხანძარსაშიში პერიოდია. გარემოსთვის ზიანის მიყენებისა და პრობლემების თავიდან ასაცილებლად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვას ტყეში უსაფრთხოების წესები.


ივნისი 22 2021

რუსულმა გაზეთმა „კომერსანტ“-მა («КоммерсантЪ») გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოში ლავრენტი ბერიას აგარაკი გაიყიდა“, რომელშიც გადმოცემულია კოჯორში არსებული საბჭოთა კავშირის დროინდელი ცნობილი ქართველი პიროვნების ლავრენტი ბერიას საზაფხულო აგარაკის გაყიდვასთან დაკავშირებული დეტალები (ავტორი - გიორგი დვალი).


გვერდი 629 სულ 1240
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.