• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა”- ირაკლი ზარქუა

ivlita ავტორი ivlita
ოქტომბერი 30, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა
0
,,ახალგაზრდებს სულ ვაფრთხილებდით, რომ ამ უსამშობლოებს თავს ნუ გამოაყენებინებდნენ”- ირაკლი ზარქუა
0
გაზიარება
7
ნახვა
გაზიარება Facebook

ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა წერს.

იგი ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა.

„დიდად არ გამოვირჩევი სოცქსელებში აქტიურობით, თუმცა ამ უსამშობლოების უსამართლო განცხადებას გვერდს ვერ ავუვლიდი. გარე პატრონების მიერ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად წარმოჩენილ რადიკალ ნიკა გვარამიას უთქვამს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს გადასახადების გადახდას არ სთხოვდა და ამასთანავე, ქველმოქმედების განხორციელებაში უწყობდა ხელს, რაც მისი შეფასებით, გრძელვადიანი საარჩევნო კამპანიის ნაწილი ყოფილა.

გვარამიასა და მისნაირი პოლიტიკური ფიგურებისგან ბევრი რამ აღარ გვიკვირს, თუმცა, როდესაც ასე მარტივად გადასამოწმებელ ფაქტებს ამახინჯებენ, საკუთარი პოლიტიკური არაკომპეტენტურობის კიდევ ერთხელ დემონსტრირებასაც ვერ აცნობიერებენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კულტურის, სპორტის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან სფეროში უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება გასწია. უფრო მეტიც, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, როდესაც სახელმწიფოს ბიუჯეტს ელემენტარული რესურსებიც კი არ ჰქონდა, ქვეყნის ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ბიძინა ივანიშვილი პირადი სახსრებით აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებსა და ათიათასობით საჯარო მოხელეს.

მისი დაფინანსებით აშენდა და განახლდა დაახლოებით 400 სკოლა, შეიქმნა ქართული ძალოვანი სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაცვლად, პირადი სახსრებით ფინანსდებოდა არაერთი აუცილებელი საჯარო მიმართულება. ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც მისი ქონება უცხოეთში იყო დაგროვილი და საქართველოში მას პირადი კომერციული საქმიანობით შემოსავალი არ მიუღია.

საქართველოში ყველამ კარგად იცის ამ მასშტაბური ქველმოქმედების შესახებ, მათ შორის ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმაც. ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებას დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი მოახმარა, საკუთარი ქონების უდიდესი ნაწილი ფონდ „ქართუს“ გადასცა, რომელიც დღემდე არაერთ მნიშვნელოვან საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. ამასთანავე, მისი პირადი შემოსავლის 80 პროცენტზე მეტი კვლავ ეროვნულ და საზოგადოებრივ საქმეს ხმარდება.

ამ ფაქტებს ვერც ნიკა გვარამია აუვლის გვერდს. თუმცა პოლიტიკური არაკეთილსინდისიერება იმდენად შორს მიდის, რომ ის ამ მასშტაბური ქველმოქმედების დისკრედიტაციასაც კი ცდილობს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ვერ გაითვალისწინა, რომ ასეთი მარტივად გასაბათილებელი ბრალდებით თავადვე აღმოჩნდებოდა წაგებული!“ – წერს ზარქუა.

წინა პოსტი

,,ნაცვლად მშრალი პოლიტიკური განცხადებებისა, ჩახედონ სარჩელს და თუ რაიმე სამართლებრივად აქვთ სათქმელი კეთილი ინებონ და ის თქვან” – ირაკლი კობახიძე

შემდეგი პოსტი

გერმანიაში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

შემდეგი პოსტი
გერმანიაში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

გერმანიაში სკოლის ავტობუსი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

“თურქეთისთვის ევროკავშირის წევრობა პრიორიტეტი აღარ არის” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

“მსოფლიო პოლიტიკა ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ოქტომბერი 30, 2026
იტალიაში საპორტესტო აქციები დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს

იტალიაში საპორტესტო აქციები დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს

ოქტომბერი 30, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია