ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები იმყოფებიან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მივიდა.
მასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.








