,,2026 წლის 19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში (APEC-ის სამიტის ფარგლებში) გამართული ისტორიული სამმხრივი შეხვედრის მთავარი შედეგი ფორმალური „მშვიდობის დეკლარაცია“ და დიპლომატიური სიმბოლიზმი იყო, თუმცა უკრაინის ომთან ან ბირთვულ შეიარაღებასთან
დაკავშირებით კონკრეტული გარღვევა არ მომხდარა”,- ამის შესახებ ეკონომისტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
1. რა იყო შეხვედრის მთავარი შედეგები? (როგორც მიკერძპებულ ხალხს უყვარს და ეძებს – “ვინ მოიგო, ვინ წააგო?” მე ასე გვიან ვაქვეყნებ ჩემს შეფასებას მხოლოდ იმიტომ, რომ ვცდილობდი გავრკვეულიყავი, რა იყო რეალურად და რა კულისებს მიღმა (რისი მიხვედრაც შეიძლებოდა
ყურადღებით დაკვირვების შედეგად).
აი, რა მოხდა:
დაახლოებით 80-წუთიანი დახურული მოლაპარაკებების შემდეგ, ლიდერებმა ოთხპუნქტიანი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც მოიცავს:
• ბირთვული რისკების შემცირება. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბირთვული ომის მოგება
შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს. თუმცა, New START-ის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის
ფონზე, ახალ შეთანხმებაზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
შ ე ნ ი შ ვ ნ ა (დ.გ.):
New START (სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება) იყო აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული ბოლო მოქმედი შეთანხმება ბირთვუ- ლი იარაღის კონტროლის შესახებ, რომელსაც ვადა 2026 წლის 5 თებერვალს ამოეწურა. მისი დასრულებით ნახევარსაუკუნოვანი ორმხრივი ბირთვული შეზღუდვე- ბის ეპოქა დასრულდა.
როგორც ხედავთ, – ახალი ხელშეკრულების ბედი უცნობი დარჩა, და ამდენად, გარდა დეკლარაციისა, რომ
,,ბირთვული ომი არ უნდა მოხდეს” – არანაირი სხვა შეზღუდვა ჯერ-ჯერობით არ არის.
• გაეროს რეფორმა. ლიდერები შეთანხმდნენ გაეროს სტრუქტურული რეფორმირების ხელშეწყობაზე.
• ენერგეტიკული სტაბილურობა. ხაზი გაესვა ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების
სტაბილურობის უზრუნველყოფას.
• საერთაშორისო სასამართლოების კრიტიკა. დეკლარაციაში გაფრთხილებაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) და მსგავსი ორგა- ნოების მიმართ, „არ გამოიყენონ ძალაუფლება ბოროტად“ (რაც პირდაპირ ეხმიანება პუტინის დაკავების ორდერსა და
აშშ-ის პრეტენზიებს).
2. დაზარალდა თუ არა რუსეთი? (შეფასებების ანალიზი)
საერთაშორისო მიმომხილველების (BBC, NPR, The Guardian) შეფასებით, სურათი არაერთგვაროვანია და დამოკიდებუ- ლია იმაზე, თუ რა კუთხით შევხედავთ მოვლენებს:
• რატომ თვლიან უკრაინელი და ნაწილი დასავლელი ანალიტიკოსები, რომ რუსეთმა ვერ მიიღო სასურველი
(ან დაზარალდა):
• „იალტა 2.0“ არ შედგა. კრემლის მთავარი სურვილი იყო, სამი დიდი სახელმწიფოს ფორმატში მსოფლიო გავლენის სფეროების გადანაწილება და უკრაინის ბედის კიევის გარეშე გადაწყვეტა. საბოლოო დეკლარაციაში უკრაინა საერთოდ არ იყო ნახსენები, ხოლო პუტინმა პრესკონფე- რენციაზე თავად აღიარა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
• უმცროსი პარტნიორის სტატუსი. პროტოკოლურად მკაფიოდ გამოჩნდა ძალთა ბალანსი —
სი ძინპინმა ტრამპს პირადად დახვდა აეროპორტში უმაღლესი პატივით, მაშინ როცა პუტინს გაცილებით
მოკრძალებული დელეგაცია დახვდა. აშკარად ეს ჩინეთის პირველი პირის მიზანმიმართული
საქციელია, რითაც, მიუხედავად (თითქოს) “კარგი” ურთი- ერთობისა, აშკარად დაამცირა რუსეთის პრეზიდნტი – ეს პოლიტიკური ჟესტია! არადა, სრულიად დამსახურებული რუსეთის პრეზიდენტის არაერთი პოლიტიკური შეცდომბის გამო: არ შეიძლება ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი გარეთ ეძებდეს აღიარების გამოვლინებებს და მეოთხედი საუკუნის განმავლობაში უმდიდრესიქვეყანა ისეთ დღეში იყოს, როგორშიც არის. ასეა, პოლიტიკა სასტიკია! არ იცის და არ უყვარს სენტიმენტები!
• რატომ თვლის კრემლი, რომ პუტინმა მოიგო: (ა) საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა. პუტინი მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის ლიდერის გვერდით, თანასწორად წარდგა. ტრამპმა მას „მეგობარი“
უწოდა და დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზეც მიიწვია.
(ბ) ICC-ის დელეგიტიმაცია. ერთობლივ დოკუმენტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გაკრიტიკება პუტინისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური
მხარდაჭერაა.
3. რა დეტალები დარჩა კულისებში ან ნაკლებად გაშუქდა?
მედიის მიერ ნაკლებად აქცენტირებულ, მაგრამ მნიშვნე- ლოვან დეტალებს შორის გამოიყოფა:
• აშშ-ის შიდაპოლიტიკური კონტექსტი. ტრამპი სამიტზე ჩავიდა შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხისა და რეიტინგის კლების ფონზე. ანალიტიკოსების აზრით, მისთვის ეს შეხვედრა უფრო მეტად შიდა აუდიტორიისთვის „ძლიერი ლიდერის“ იმიჯის დასაბრუნებლად იყო საჭირო, ვიდრე კონკრეტული
დიპლომატიური შედეგის მისაღებად.
• ირანის ფაქტორი. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცი- აში არ მოხვდა, დახურულ კარს მიღმა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის კონფლიქტი იყო, სადაც აშშ რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაშია და პეკინისა და მოსკოვის პოზიციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
• ხელოვნური ინტელექტი (AI) და ტექნოლოგიები. პუტინის ყოფნის მიუხედავად, შენჟენში მთავარი
რეალური მოლაპარაკებები ტრამპსა და სი ძინპინს შორის ორმხრივ ფორმატში წარიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებას, ჩიპების სკანდალსა (Nvidia) და სავაჭრო ტარიფებს – სფეროებს, სადაც რუსეთი გლობალურ მოთამაშედ აღარ განიხილება და ეს სწორედ არასწორი პოლიტიკის შედეგია რუსეთის პრეზიდენტისა: 300 ათასი მეცნიერი წავიდეს ქვეყნიდან და შენს ეკონომიკას ახლა 1 მლნ კვალიფიციური საინჟინრო სპეციალისტი აკლედს, ვერაა კაი “მიღწევა”.
როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1000-მა წასულმა მაღალი კვალიფიკაციის მათემატიკოსმა აშშ-ს უნივერსიტეტების დონე რამდენიმე წელიწადში მნიშვნე- ლოვნად მაღლა ასწია, – თავად რუსეთში ძარცვამდა ნგრევამ გაუგონარ მასშტაბებს მიაღწია. მხოლოდ პუტინის პრეზიდენტობის დროს ოფიციალურად რუსეთიდან გაიტანეს 1 ტრლნ დოლარი. როგორც რუსი სპეციალისტები ამბობენ, – კიდევ 2 ტრლნ დოლარი არალეგალურად არის გასულიო… კომენტარი ზედმეტია.
• თეთრი სახლის უჩვეულო სიჩუმე. თუ ჩინეთმა მაშინვე გამოაქვეყნა დეკლარაცია, ხოლო პუტინმა ერთსაათიანი პრესკონფერენცია გამართა, ტრამპმა შეხვედრის შემდეგ
კომენტარებისგან თავი შეიკავა და ბრიფინგი მხოლოდ
ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ დააანონსა. ასეთია დღეის გადასახედიდან რეალობა!
აშკარად ,,იალტა-2” არ გამოვიდა!
არაფერი გარკვეული და უფრო ნათელი არ გახდა!
მით უფრო, რომ 19 ნოემბერს დემონსტრაციულად ევროპაში დიდი შეკრება მოხდა და ომის რიტორიკა დომინირებდა და უკრაინის დახმარებაზე საუბრობდნენ, თუმცა საქმე კურიზოამდე მიდის: ფული არა აქვთ და… რუუსეთიდან რეპარაციებს მიიღებს ევროპაო და…
რაღა საქართველოს “ხელისუფლება” და რა ევროპის ლიდერები… ერთი ,,სალამურის” პროდუქტებია”,- წერს გიორხელიძე.









