• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 1, 2026
ში ახალი ამბები, სლაიდერი, სოციალური მედია
0
“დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!”
0
გაზიარება
32
ნახვა
გაზიარება Facebook

ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემ მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ პოსტშია აღნიშნული.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, „მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს“.

„ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ, რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს.

12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.

ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.

მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…

ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

წინა პოსტი

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

შემდეგი პოსტი

ქუთაისის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

შემდეგი პოსტი
ქუთაისის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

ქუთაისის მერია, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ოქტომბერი 23, 2026
“ვიდეო, რომელიც პენიტენციურმა დაწესებულებამ გამოაქვეყნა, არა თუ აქარწყლებს ეჭვებს, არამედ პირიქით, ბევრად უფრო მეტს აჩენს”

“აკრძალვა არ ეხება მხოლოდ რიგით პარტიებს, სინამდვილეში ეხება საქართველოს მილიონამდე ამომრჩეველს”

ოქტომბერი 22, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია