აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიას იმსახურებს, თუმცა აღნიშნა, რომ არ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნორვეგიის ნობელის კომიტეტი.
„არ ვიცი, როგორი იქნება მათი გადაწყვეტილება“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.
ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე პრეტენზიას არაერთხელ გამოთქვამდა. მისი თქმით, პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ ის რვა კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობდა და სწორედ ამ საქმიანობისთვის იმსახურებს ჯილდოს.
ნობელის მშვიდობის პრემიის 2026 წლის ლაურეატი პარასკევს, 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი.








