• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,ნუ აჰყვებით პროპაგანდას, რომ პოლიტიკაში ყველა ცუდია”- ლევან ცუცქირიძე

ivlita ავტორი ivlita
ოქტომბერი 26, 2026
ში ახალი ამბები, პოლიტიკა
0
,,უკვე დაწერილია ისტორია ადამიანების, ვინც სარჩელი დაწერეს, მაგრამ მოსამართლეების ისტორია ჯერ არ დაწერილა” – ლევან ცუცქირიძე
0
გაზიარება
8
ნახვა
გაზიარება Facebook

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცუცქირიძემ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს უთხრა, რომ მიმდინარე დღეებში ოპოზიცია სხვადასხვა ინიციატივას შესთავაზებს საზოგადოებას და მასში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, 28 ნოემბერს კიდევ უფრო მასშტაბური აქცია იგეგმება.

„მე აქ ვარ იმის მიუხედავად, რომ ეს სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე არ ეხება დღეს და ახლა კონკრეტულად ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, „თავისუფლების მოედანს”, მაგრამ მე და ჩემი თანამებრძოლები აქ ვართ მაინც, იმიტომ, რომ როდესაც ვხდებით მოწმეები დანაშაულისა საქართველოს დემოკრატიის, საქართველოს თავისუფლების, მრავალპარტიულობის წინააღმდეგ, ჩვენ მაინც უნდა ამოვიღოთ ხმა, მაინც უნდა შევიკრიბოთ იმის მიუხედავად, კონკრეტულად ამა თუ იმ პარტიასა თუ პოლიტიკოსს ეს ამ მომენტში ეხება თუ არა.

მე აქ ვარ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფება ახლა ცდილობს, ოფიციალურად წაგვართვას ის დიდი მონაპოვარი, რომელიც ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობამ მოიპოვა. ახლა ესენი ოფიციალურად გვიცხადებენ იმას, რომ დღეს საქართველოში ერთპარტიული დიქტატურა უნდა დამყარდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის პიროვნების კულტი უნდა დამყარდეს და საქართველოს მოქალაქეები თავისუფალი, ღირსეული, ამაყი ხალხის ნაცვლად მორჩილ, მდუმარე ბრბოდ უნდა იქცეს.

ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ, როგორც კიდევ ერთი დიდი, რუსული ბლოკ-პოსტი ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ღირსების, ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ. უნდა გადავლახოთ, უნდა დავამარცხოთ და ეს სახელმწიფო უნდა დავუბრუნოთ ხალხს.

პროტესტი არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. პროტესტი არის ის საფუძველი, რაზეც ჩვენი წინააღმდეგობა დგას, მაგრამ ის არ არის საკმარისი. უახლოეს ხანებში ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო უკეთესი პოლიტიკური ორგანიზება, პოლიტიკური დისციპლინა და ბევრად უკეთესი ნდობა ერთმანეთის.

მინდა მოგიწოდოთ, რომ აუცილებლად ამოუდგეთ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში არა იმიტომ, რომ ისინი შეიძლება უშეცდომოები არიან, არავინაა უშეცდომო, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ცვლილების მიღწევა, რომელიც ყველას გვინდა.

დემოკრატიას ვერ მოვიპოვებთ, სახელმწიფოს ვერ დავიბრუნებთ პოლიტიკური ორგანიზების გარეშე. გვერდში დაუდექით და გახდით მათი წევრები, მათი შემომწირველები, მათი მხარდამჭერები, მათი სიტყვის გამავრცელებლები. ნუ აჰყვებით იმ ტყუილსა და პროპაგანდას, რომ პოლიტიკაში ყველა ცუდია. ყველა პარტიაში ნახავთ ღირსეულ ადამიანებს.

28 ნოემბერს კიდევ ძალიან ბევრნი უნდა შევიკრიბოთ. იმ დღეს, როდესაც ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ საქართველო წყვეტს ჩვენი ოფიციალური არჩევანის გზით სიარულს.

რატომ აუქმებენ პარტიებს, რატომ აპატიმრებენ ადამიანებს, რატომ ძალადობენ ახალგაზრდებზე, რატომ ხურავენ დამოუკიდებელ უნივერსიტეტებს? იმისათვის, რომ წაგვართვან სახელმწიფოებრიობა, წაგვართვან ჩვენი თავი, ჩვენი თვითმყოფადობა და გადაგვიყვანონ რუსეთისკენ მიმავალ გზაზე. მთელი ეს ყველაფერი მოწყობილია იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ შეიყვანონ რუსეთის სრულ კონტროლში.

ამ დღეებში ბევრი მოწოდება იქნება. ჩვენ, სხვადასხვა პარტია სხვადასხვა იდეებს, სხვადასხვა ინიციატივებს შემოგთავაზებთ და გთხოვთ, მიიღოთ ამაში მონაწილეობა. ჩვენი სიძლიერე იმაშია, რომ ამდენი ხნის, ამდენი რეპრესიის მერე ისევ ბევრნი ვართ და თავისუფლებისთვის მებრძოლი სული ისევ ცოცხალია საქართველოში”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

წინა პოსტი

კაცს, რომელმაც მეუღლე გაგუდა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შემდეგი პოსტი

7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

შემდეგი პოსტი
7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა

,,ეს არჩევნები წავაგეთ” – ვუჩიჩმა სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი აღიარა

ოქტომბერი 26, 2026
7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

7 პროდუქტი, რომლებიც კიბოს უჯრედებს აქრობს

ოქტომბერი 26, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია