ოკუპირებულ აფხაზეთში ახალშობილი ბავშვის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის მედია ავრცელებს.
ახალშობილი ბავშვის ცხედარი 24 ოქტომბერს დილით ოკუპირებული რეგიონის გაგრის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ნაგავსაყრელთან აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე შეგროვებული მასალები უკვე გადაეცა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პროკურატურას და ე.წ. სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს.








