ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯა, რის შედეგადაც მათ მსუბუქი დაზიანება მიიღეს. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.








