,,რუსეთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც, ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ეს ფაქტია”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომელთაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს.
„ჩვენ თუ მოწვევას ვუწოდებთ, რაიმე კონკრეტულ თარიღს და ამისთვის სამზადისის დაწყებას, ასეთი რამე არ ყოფილ. თუმცა, ნებისმიერი ეკლესია როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს. თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილა. არ არის გამორიცხული, მაგრამ დღეს არაფერია ამის შესახებ კონკრეტული. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობა არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომელსაც პოლიტიკური თვალსაზრისით განსჯის ადამიანი. ეკლესიების ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა და მას თავისი საფუძვლები აქვს. რუსეთთან რადგანაც გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები, ამიტომ შეუძლებლად მიგაჩნიათ ურთიერთობა ეკლესიებს შორისაც. ურთიერთობა გრძელდება და ის გაგრძელდება, ფაქტია ეს. ბევრი რამ ხდება სხვადასხვა ეკლესიებში, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს და ჩვენ ეს არ გავიმეოროთ და არ მივესალმოთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევწყვიტოთ ურთიერთობა“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.








