თუ გსურთ, ჩვეულებრივი სტაფილო ნამდვილ კულინარიულ შედარად აქციოთ, ეს რეცეპტი იდეალურია. ღუმელში გამოცხობისას სტაფილოს ბუნებრივი სიტკბო პიკს აღწევს, ხოლო სოიოს სოუსისა და ყავისფერი შაქრის მინანქარი მას პიკანტურ, ოდნავ მარილიან და მდიდარ “უმამის” გემოს სძენს.
ეს არის საოცარი, ჯანსაღი და ესთეტიკური გარნირი, რომელიც უხდება როგორც ხორცეულს, ისე თევზსა და ბოსტნეულის კერძებს.
ძირითადი ინგრედიენტები:
სტაფილო – 900 გრამი
ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ
მარილი – 0.5 ჩ/კ
შავი პილპილი – 0.5 ჩ/კ
მინანქრისთვის
მდოგვი – 1.5 ს/კ
თაფლი – 1.5 ჩკ
სოიოს სოუსი – 1.5 ს/კ
კარაქი ან ზეთი – 1 ს/კ
ყვითელი კოჭა – 1 ჩ/კ
ნიორი – 1 კბილი
გაფორმებისთვის (სურვილისამებრ)
სეზამის მარცვლები
მწვანე ხახვი
ქინძი და ოხრახუში
მომზადების წესი
სტაფილოს მომზადება და პირველადი გამოცხობა
გაახურეთ ღუმელი 200°C-ზე.სტაფილო კარგად გარეცხეთ და გაათალეთ (თუ პატარა, ნაზი სტაფილოა, გათლა აუცილებელიც არ არის). ყუნწები ოდნავ მოაჭერით, დაუტოვეთ 1-2 სმ მწვანე ნაწილი სილამაზისთვის. სქელი სტაფილოები სიგრძეზე შუაზე გაჭერით.
მოათავსეთ სტაფილო საცხობ ფორმაზე, მოასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ.
შედგით ღუმელში 8–10 წუთით, სანამ სტაფილო ოდნავ არ დარბილდება.
მინანქრის მომზადება
სანამ სტაფილო ცხვება, პატარა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ: მდოგვი, თაფლი, სოიოს სოუსი, ზეთი/მდნარი კარაქი, გახეხილი კოჭა და ნიორი. კარგად ათქვიფეთ ჩანგლით, სანამ ერთგვაროვან სოუსს არ მიიღებთ.
გამოიღეთ სტაფილო ღუმელიდან. სამზარეულოს ფუნჯით უხვად წაუსვით მომზადებული მინანქარი სტაფილოებს ყველა მხრიდან.
დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 10–12 წუთით (შუაში ერთხელ გადააბრუნეთ), სანამ სტაფილო სრულად არ დარბილდება და თაფლიან-მდოგვიანი მინანქარი ოდნავ არ კარამელიზდება.
სერვირება
გადაიტანეთ სტაფილო მოსახერხებელ ლანგარზე.სურვილისამებრ მოაყარეთ მოხალული ქუნჯუთის მარცვლები და დაჭრილი მწვანილი. მიირთვით ცხელი.






