• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილის ენერგიისა და მხნეობისთვის

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
აგვისტო 29, 2026
ში საინტერესო თემები, ჯანმრთელობა
0
ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილის ენერგიისა და მხნეობისთვის
0
გაზიარება
13
ნახვა
გაზიარება Facebook

დილა ის დროა, როდესაც თითოეული ჩვენგანი ცდილობს, სწრაფად გამოფხიზლდეს, ენერგიით აივსოს და დღე ნაყოფიერად დაიწყოს. ყავა და კაკაო დილის უცვლელი რიტუალის ნაწილად ქცეული ორი ყველაზე პოპულარული სასმელია. მოდი, ერთად გავარკვიოთ, რომელი ჯობს დილის ენერგიული სტარტისთვის — მაგარი ყავა თუ არომატული კაკაო?

ყავა —სწრაფი ენერგიადამხნეობა

ყავა დილის ყველაზე გავრცელებული არჩევანია. მისი პოპულარობის საიდუმლო კოფეინის მაღალ შემცველობაშია, რომელიც ორგანიზმზე ასე მოქმედებს:

მხნეობადაკონცენტრაცია

კოფეინი ააქტიურებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც ზრდის ყურადღების კონცენტრაციასა და შრომისუნარიანობას.

ამავე დროს, ის აფერხებს ადენოზინის (დაღლილობის გამომწვევი ნივთიერების) რეცეპტორებს და ხელს უწყობს დოფამინისა და ნორადრენალინის გამოყოფას (ნეირომედიატორები, რომლებიც პასუხს აგებენ გუნება-განწყობის გაუმჯობესებასა და გონებრივ აქტივობაზე).

ენერგია და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება

ყავა აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც კალორიების სწრაფ წვას ხელს უწყობს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს წონა დაიკლოს ან აქტიურობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს.

კოფეინს ასევე ფიზიკური გამძლეობის გაზრდა შეუძლია. ის ააქტიურებს ენერგიის გამომუშავებას და აუმჯობესებს კუნთების მუშაობას, რაც ყავას დილის ვარჯიშის წინ იდეალურ არჩევანად აქცევს.

ამდენი სარგებლის მიუხედავად, ყავამ (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოხმარებისას) შეიძლება ისეთი გვერდითი ეფექტები გამოიწვიოს, როგორებიცაა შფოთვა, უძილობა, თავის ტკივილი ან აჩქარებული გულისცემა.

კაკაო —მსუბუქიგამოფხიზლებადახანგრძლივიენერგია

ყავისგან განსხვავებით, კაკაო კოფეინის დიდ რაოდენობას არ შეიცავს, თუმცა მას სხვა სასარგებლო თვისებები გააჩნია, რომლებიც დილის მხნეობას ხელს უწყობს.

კაკაო შეიცავს თეობრომინს — ნივთიერებას, რომელიც კოფეინის მსგავსად მოქმედებს, თუმცა ბევრად რბილი და ხანგრძლივი ეფექტი აქვს. თეობრომინი ენერგიის მომატებასა და მხნეობის შენარჩუნებაში გვეხმარება.

კაკაო ანტიოქსიდანტების, კერძოდ ფლავონოიდების მდიდარი წყაროა, რომლებიც გულისა და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. ეს ნივთიერებები სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ და წნევას და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებენ. შესაბამისად, კაკაო არა მხოლოდ წუთიერ მხნეობას გვანიჭებს, არამედ ჩვენს ხანგრძლივ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს.

კაკაო ებრძვის დაბერებას (ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან), არეგულირებს წონას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და თრგუნავს შიმშილს. ასევე ამცირებს დიაბეტის რისკს და ზრდის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.

კაკაო ორგანიზმს მაგნიუმით ამარაგებს, რაც ხელს უწყობს მოდუნებასა და კარგ განწყობას.

რომელიავირჩიოთ?

ყავის დადებითი თვისებები:

  • გამოფხიზლების სწრაფი ეფექტი.
  • ყურადღების კონცენტრაციისა და შრომისუნარიანობის ამაღლება.
  • მეტაბოლიზმის გააქტიურება და ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესება.

უარყოფითი თვისებები:

  • ნერვული სისტემის გადატვირთვა: იწვევს შფოთვას, ნერვოზულობასა და შინაგანკანკალს
  • ძილის დარღვევა: კოფეინი ბლოკავს ძილის ჰორმონებს, რაც იწვევს უძილობას
  • არტერიული წნევის მომატება: დროებით ზრდის წნევას და აჩქარებს გულისცემას
  • კუჭის გაღიზიანება: ააქტიურებს მჟავის გამოყოფას, რაც იწვევს გულძმარვას
  • დამოკიდებულება: ყავის მკვეთრი შეწყვეტა იწვევს თავს ტკივილსა და დაღლილობას
  • მინერალების გამოდევნა: ხელს უშლის კალციუმის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვას
  • ხშირი შარდვა: ახასიათებს დიურეზული ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია.

კაკაოსდადებითითვისებები:

  • რბილი, თანაბარი და ხანგრძლივი მხნეობა.
  • შეიცავს გულისა და სისხლძარღვებისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებს.
  • არ აღიზიანებს კუჭს.
  • მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით (მაგნიუმი, კალიუმი, რკინა).

უარყოფითი თვისებები:

ჭარბი რაოდენობით მიღებისას

  • იწვევს ალერგიას
  • ძილის დარღვევას კოფეინის გამო
  • ართულებს კალციუმის ათვისებას, რაც ასუსტებს ძვლებს
  • ტვირთავს ნივთიერებათა ცვლას მძიმე მეტალების შემცველობის გამო
  • მაღალკალორიულია და შაქართან ერთად ზრდის წონას.

ასე რომ, თუ დილას ძლიერი იმპულსი და სწრაფი გამოფხიზლება გჭირდებათ, ყავა საუკეთესო არჩევანია. ის უფრო სწრაფად მოქმედებს და ძლიერი სტიმულაციის ეფექტი აქვს.

თუ უპირატესობას უფრო რბილ, ეტაპობრივ და ხანგრძლივ გამოფხიზლებას ანიჭებთ, კაკაო შესანიშნავი ალტერნატივაა. ის ორგანიზმს მშვიდად გაღვიძებაში ეხმარება, ენერგიის სტაბილურ დონეს ინარჩუნებს და ორგანიზმის სტრესს არ იწვევს.

საბოლოო არჩევანი თქვენს საჭიროებებსა და ორგანიზმის თავისებურებებზეა დამოკიდებული.

 

წყარო

წინა პოსტი

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე ნახვდი

“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ” – ბაჩალიაშვილის დედა

“აინტერესებდათ, რაიმე ახალი გარემოებები ვიცოდით თუ არა, რომ ისინიც კარგად ჩაეფარცხათ” – ბაჩალიაშვილის დედა

აგვისტო 21, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილის ენერგიისა და მხნეობისთვის

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილის ენერგიისა და მხნეობისთვის

აგვისტო 29, 2026
29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

აგვისტო 29, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია