• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

,,ჩვენი მოქალაქეები დატოვეს კოდორის ხეობაში, ახალგორში ისე, რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს, რომ არაფერი ემუქრებოდათ”- სოზარ სუბარი

ivlita ავტორი ivlita
ოქტომბერი 22, 2026
ში ახალი ამბები, კონფლიქტები
0
,,ჩვენი მოქალაქეები დატოვეს კოდორის ხეობაში, ახალგორში ისე, რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს, რომ არაფერი ემუქრებოდათ”- სოზარ სუბარი
0
გაზიარება
8
ნახვა
გაზიარება Facebook

როდესაც ამბობენ, ვინ დაიწყო ომი, ვინ ვის აბრალებს, ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც მათ საქართველოს წაუყენეს, ეს იყო ომის დამთავრებიდან ორ თვეში ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც პირდაპირ ჩაწერეს, რომ ომი მოჰყვა ქართული მხარის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან დაბომბვას და რუსეთი მოპასუხე იყო, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თუ ეს სიმართლე იყო, ესე იგი, დამნაშავე იყო სააკაშვილის ხელისუფლება და ის უნდა გასამართლდეს, ხოლო თუ ეს ტყუილი იყო და ამაზე მოაწერეს ხელი, ასაკრძალებიც არიან და დასასჯელებიც იმის გამო, რომ ასეთი რამ დააბრალეს ქვეყანას. ეს უმძიმესი ბრალდება შემდეგ გამეორებული იყო ტალიავინის დასკვნაშიც, რომელიც ასევე დიდი ტაშით მიიღეს“, – აღნიშნა მან.

სუბარმა გაიხსენა, თუ რა ვითარება იყო 2012 წლამდე ამ საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში.

„რაც შეეხება საერთაშორისო სასამართლოებს – ამასთან დაკავშირებით 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე გვქონდა ტრაგიკული ვითარება. სამი სასამართლო იყო, სადაც ეს საქმე განიხილებოდა. პირველი, ეს იყო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ქვეყნებს შორის საჩივრებს განიხილავს და ამ სასამართლომ არც კი მიიღო განსახილველად საქართველოს საჩივარი, რადგან არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი.

მეორე იყო ჰააგის სისხლის საერთაშორისო სასამართლო, სადაც ქართულმა სახელმწიფომ არ იჩივლა (ესეც ნონსენსია) და იჩივლეს საქართველოში მოქმედმა გარკვეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მტკიცებულებები მივაწოდე მე, ჩვენმა ოფისმა, თუმცა ისე გავიდა 4 წელი, რომ თანამშრომლობაზე უარი თქვა ქართულმა სახელმწიფომ, რუსეთი კი თანამშრომლობდა. ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საქართველო გამტყუნდებოდა, რომ არ ყოფილიყო 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვება. ამის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა, რასაც მოჰყვა ისტერიკა ნაციონალური მოძრაობიდან, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ჯარის გამტყუნება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ მოვიგეთ ეს სასამართლო.

მესამე იყო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, სადაც არცერთი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარდგენილი. კარგად ვიცით ცნობილი მაგალითი, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რომ რუსეთი იყენებდა გაეროს კონვენციით აკრძალულ იარაღს, მათ შორის კასეტურ რაკეტებს, გამქრალი იყო, წაღებული იყო აშშ-ში და არც კი ამბობდნენ, სად იყო წაღებული. ჩვენ რამდენიმეწლიანი გამოძიების ჩატარება დაგვჭირდა, რომ ჯერ მიგვეკვლია ამ იარაღისთვის, შემდეგ აშშ-სთვის დაბრუნება გვეთხოვა და ამით მოვიგეთ ეს პროცესი“, – განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე – თქვენი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ამ სარჩელში, სადაც ასევე მიმოხილულია აგვისტოს ომი, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა გამტყუნდება და აიკრძალება, შესაბამისად, ეს ამ საქმეზე უკუეფექტს მოახდენს. ეს ასეა? – სუბარმა ასე უპასუხა:

„მსგავსი არაფერი არსებობს, გადაწყვეტილებები მიღებულია, რაც საბოლოოა. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ვუსმენდით ნაცმოძრაობის მაშინდელ გენერლებს, რომლებიც დღეს ნაცმოძრაობის წევრები არიან და ისინი კომისიის სხდომებზე ისეთ ფაქტებს ადასტურებდნენ, რომ ხშირად მართლაც შემაძრწუნებელი იყო. ლაპარაკი იყო იმაზე, როგორ გაიხსნა ცეცხლი, როგორ დატოვეს ჩვენი მოქალაქეები როგორც კოდორის ხეობაში, ისე ახალგორში და დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში ისე, რომ არც გააფრთხილეს და პირიქით, უთხრეს, რომ არაფერი ემუქრებოდათ. ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ, რაც შეიძლება, მეტი სისხლი დაღვრილიყო. არ ვიცი, როგორ უნდა გძულდეს საკუთარი ხალხი, რომ ასეთი რამ გააკეთო, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაც ისინი ასრულებდნენ გარე დაკვეთას, რომ, რაც შეიძლებოდა, მეტი სისხლი დაღვრილიყო, მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მომკვდარიყო, რომ შეუძლებელი გამხდარიყო შერიგება ქართველებს და ეთნიკურ ოსებს, აფხაზებს შორის და ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა სუბარმა.

წინა პოსტი

,,თამაზ ელიზბარაშვილმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა, ის აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს” – პროკურატურა

შემდეგი პოსტი

კიევში რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად მსხვერპლია

შემდეგი პოსტი
კიევში რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად  მსხვერპლია

კიევში რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად მსხვერპლია

ყველაზე ნახვდი

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

„ნეიროქირურგიაში ერთმანეთს რთული ანატომია, ტექნიკური სიზუსტე, სწრაფი გადაწყვეტილების მიღება და უდიდესი პასუხისმგებლობა ხვდება“ – იაგო ცერცვაძე

სექტემბერი 21, 2026
“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

“ვფიქრობ, აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები და ენგურს გამოღმა ახალი თაობა დიალოგზე იქნება ორიენტირებული”- მაკა ბელქანია

სექტემბერი 26, 2026
“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

“რამდენი წელიც არ უნდა იცოცხლო ეს კადრები არ გავიწყდება” – მაკა ბელქანია სოხუმის დაცემის დღეზე

სექტემბერი 27, 2026
„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

„დიალოგის აღდგენა უნდა დაიწყოს იმ ქართველებისა და აფხაზებისგან, რომლებსაც ერთმანეთთან ოჯახური, მეზობლური და მეგობრული კავშირები ჰქონდათ“ – მაკა ბელქანია

ოქტომბერი 17, 2026
დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

დღეს ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს გახსნის

ოქტომბერი 16, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა”- გუდრუნ კუგლერი

,,მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა”- გუდრუნ კუგლერი

ოქტომბერი 22, 2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 აგვისტოდან

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

ოქტომბერი 22, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია