• არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
Firstnews.ge
Advertisement
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო
No Result
ყველს ნახვა
Firstnews.ge
No Result
ყველს ნახვა

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

ანი ადამია ავტორი ანი ადამია
სექტემბერი 10, 2026
ში ახალი ამბები, მსოფლიო, სლაიდერი
0
რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში
0
გაზიარება
16
ნახვა
გაზიარება Facebook

“ბრიუსელისა და პრეზიდენტ დონალდ ტრაპმის ადმინისტრაციის პოლიტიკურ ხედვებს შორის არსებული განსხვავება შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესზეც ახდენს გავლენას. ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის მოძრაობა “მაგა”-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რადგან ევროკავშირის მომავალი წევრების ისეთი პოლიტიკური ორიენტაცია, რომელიც გაერთიანების გრძელვადიან ინტერესებს ეწინააღმდეგება, მიუღებელია. კოსის შეფასებით, ევროკავშირის გაფართოებას დღეს, რუსეთის გარდა, დასავლეთში “მაგა”-ს იდეოლოგების მხრიდანაც აქვს გამოწვევები. კოსის განცხადებას “ქართული ოცნების” მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – ხმაურიანი განცხადება და შეფასებები თბილისში.

“არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება”, – განაცხადა კოსმა “ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. მისი თქმით, ევროკავშირს “ისტორიაში პირველად, გაფართოების პროცესში მოწინააღმდეგეები ჰყავს” და “ცხადია, ერთ-ერთი მათგანი რუსეთია”. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი “ზეწოლას დასავლეთის, “მაგა” -ს იდეოლოგების მხრიდანაც” განიცდის. “ისინი ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ევროპული ცივილიზაცია და ეკონომიკა დაღმასვლას განიცდის და შესაფერისი დემოკრატია არ გვაქვს”, – აღნიშნა კოსმა. მან ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პეკინი ისეთ დეზინფორმაციულ კამპანიებში არ არის ჩართული, როგორსაც რუსეთი კანდიდატ ქვეყნებში აწარმოებს. ჩინეთი კანდიდატ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ცდილობს, რათა მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ევროკომისარის თქმით, “ისინი ამას სხვაგვარად აკეთებენ და ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაციას ჩვენ ვერ ვხედავთ”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ოცნება” კოსის განცხადებას ევროკავშირის მხრიდან ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის შეზღუდვის მცდელობად აფასებს, რითაც კიდევ ერთი არგუმენტი ეძლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ კოსის განცხადება, დიპლომატიური შეცდომა აღარაა და ეს ევრობიუროკრატიის პოლიტიკური სიბეცის ნათელი გამოვლინებაა, “ანუ, ბრიუსელი ევროკავშირის წევრობის პირობებს უკვე პოლიტიკური ლოიალობის მოთხოვნასაც ამატებს. წარმოიდგინეთ: ევროკავშირი, რომელსაც სურს გლობალურ ძალად დარჩენა, კანდიდატ ქვეყნებს კარნახობს, ვისთან შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკური კავშირები. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკური მოძრაობა ”მაგა” ბრიუსელში უკვე თითქმის საგარეო საფრთხის კატეგორიაში გადაჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გავლენიანი პოლიტიკური ბანაკის ერთ-ერთ მთავარ ფიგურებს ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო წარმოადგენენ, სავარაუდოდ, აშშ-ის მომდევნო ლიდერები”, – ამბობს აბაშიძე, რომლის აზრით “ეს ევროპას საკუთარი გავლენის გაძლიერების ნაცვლად, მის კიდევ უფრო შესუსტებამდე მიიყვანს”, – განაგრძობს გამოცემა.

“ევროპას სჭირდება მეტი პარტნიორი, მეტი მოქნილობა და რეალისტური საგარეო პოლიტიკა. ამის ნაცვლად, ევრობიუროკრატები მსოფლიოს “სწორ” და “არასწორ” პოლიტიკურ ძალებად ყოფენ, შემდეგ კი საკუთარ იდეოლოგიურ დაყოფას ევროპულ სტრატეგიად ასაღებენ. მარტა კოსი და კაია კალასი ევროპის საგარეო პოლიტიკის “შავ ლაქებად” პოზიციონირებენ – არა იმიტომ, რომ ისინი ევროკავშირის ინტერესებს იცავენ, არამედ იმიტომ, რომ ევროპის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ვიწრო იდეოლოგიურ ჩარჩოებში კეტავენ. თუ ბრიუსელი კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირის გაწყვეტას სთხოვს, ეს ევროპული ინტეგრაცია აღარ არის – ეს ევრობიუროკრატიის მახინჯი ფილტრია”,- წერს აბაშიძე. ანალიტიკოსი დავით კი ქართველიშვილი წერს, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოება კრემლისთვის საჩუქარია”, – დასძენს გამოცემა.

“ბრიუსელი ფაქტობრივად სთავაზობს ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერებს, გადაწყვიტონ – ევროკავშირის მხარეს არიან თუ ტრამპისა და “მაგა”-ს მხარეს. ეს უკვე არის პოლიტიკური გამიჯვნა, რომელიც კრემლისთვის იდეალური საჩუქარია: ამერიკა და ევროპა ერთმანეთში მოკავშირეს კი არა, კონკურენტს ხედავენ, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს ბანაკის არჩევას აიძულებენ. ვაშინგტონი, თავის მხრივ, თავად უწყობს ხელს ევროპაში “მაგას”-ს გაძლიერებას – და დასავლური სისტემა შიგნიდან იწყებს საკუთარი თავის ჭამას. მოსკოვისთვის ეს მართლაც რომ სტრატეგიული მასშტაბის საჩუქარია. რუსეთს უკვე აღარ სჭირდება ნატო-ს, ევროკავშირისა და ამერიკული საზოგადოების დაყოფა – საკმარისია, შეშა დაუმატოს ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის უკვე გაჩაღებულ კონფლიქტს”, – წერს ქართველიშვილი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის აზრითვ კი ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ვინც ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან იმეგობრებს, მისი ადგილი ევროკავშირში არ არის, ხოლო კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას”, – წერს სტატიის ავტორი

წინა პოსტი

“მოკლულია უდანაშაულო ახალგაზრდა, საბრალდებო სკამზე იყვნენ მკვლელობის ფიგურანტები და მათი ადვოკატი იცინოდა მთელი პროცესის განმავლობაში “

შემდეგი პოსტი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შემდეგი პოსტი
11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე ნახვდი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერში, რაზეც ღარიბაშვილი წერს, დამნაშავე უწინარესად სწორედ ივანიშვილი შეიძლება იყოს“ – ზაზა ბიბილაშვილი

სექტემბერი 8, 2026
“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

“ვაგრძელებთ ომის შედეგების იქ დაბრუნებას, საიდანაც დაიწყო” – ზელენსკი

აგვისტო 21, 2026
“მგონია, რომ  შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

“მგონია, რომ შეცდომაში შეყვანის მცდელობაა” – ირაკლი ზარქუა ირაკლი ღარიბაშვილზე

აგვისტო 21, 2026
ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

ქალწულების სეზონი იწყება – რას უნდა ელოდონ ამ ნიშნის წარმომადგენლები 23 აგვისტოდან 23 სექტემბრამდე

აგვისტო 23, 2026
“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

“არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული” – ირაკლი კობახიძე

აგვისტო 18, 2026
“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

“ეკონომიკურად ძლიერი, კბილებამდე შეიარაღებული საქართველო შეძლებს სახლების დაბრუნებას ენგურიდან ფსოუმდე”

აგვისტო 19, 2026
მეტის ჩატვირთვა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: info@firstnews.ge
ტელ: (+995) 571-48-48-29

ბოლო ამბები

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 10, 2026
რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

რატომ უკრძალავს ევროკომისარი კანდიდატ ქვეყნებს ტრამპის მოძრაობასთან კავშირს – შეფასებები თბილისში

სექტემბერი 10, 2026
  • არქივი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

© 2026 ყველა უფლება დაცულია

  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • პოლიტიკა
    • კონფლიქტები
    • არჩევნები
    • სამხედრო თემა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
    • ტურიზმი
    • საინტერესო თემები
    • სილამაზე
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
  • საზოგადოება
    • კულტურა
    • რეგიონი
    • რელიგია
    • განათლება
    • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • სამართალი
  • სხვადასხვა
    • სოციალური მედია
    • ასტროლოგია
    • ფსიქოლოგია
    • შოუბიზნესი
    • ჯანმრთელობა
    • კულინარია
  • ვიდეო

© 2026 ყველა უფლება დაცულია