"შეზღუდვების შედეგი დაახლოებით, 10-14 დღის განმავლობაში უნდა გამოჩნდეს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემზღუდველი ღონისძიებების გაფართოების მიზანი კორონავირუსის ყოველდღიური რაოდენობის შემცირებაა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ ვირუსთან ბრძოლა ეფექტური იყოს, სახელმწიფოს, ექიმებისა და მოქალაქეების ერთობა მნიშვნელოვანია.
„შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, შევაჩეროთ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა. პირველი მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ეს უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ, დაწესება ერთია შეზღუდვების და მისი აღსრულება მეორე. თუ ჩვენ ერთად- სახელმწიფო, ექიმები, საზოგადოება, ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და იყო ძალიან დიდი სოლიდარობა საზოგადოებაში. დღეს გაცილებით უკეთესად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. თუ როგორი ვერაგია ეს დაავადება, როგორ გართულებებს იწვევს. რა თქმა უნდა, სოლიდარობა ამ სამ მთავარ ღერძს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ისევ გქვექნება ის დამყოლობა, გავუგებთ კარგად ერთმანეთს, რადგან სიტუაცია უკვე ძალიან რთულია, ამ შემთხვევაში, დიდი იმედია იმისა, რომ აღარ გვექნება ვირუსის სწრაფი ზრდა, შევაჩერებთ სწრაფ ზრდას და შემდეგ თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას, დიდი ალბათობით, სადღაც იანვრის ბოლოსკენ შესაძლებელია, სხვა მაჩვენებლებზე ჩამოვიდეთ. იქნება ვთქვათ, ორჯერ ან უფრო ნაკლები, ვიდრე დღევანდელი ინფიცირების მაჩვენებელი არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი